წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №N
სარეგისტრაციო კოდი 400060000.22.023.016636
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2020
matsne.gov.ge 389 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
N ორგანიზაციის სახელწოდება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 25.06.2020 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი 88% 19.12.2019 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 26.12.2016 წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 25.06.2020 ა(ა)იპ – ზევსის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 08.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-569 2020 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოებასთან, მონაცემების შეტანასა  და განახლებასთან  დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2🔗. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების აღრიცხვის მიზნით შექმნილ მონაცემთა ბაზას. 2. რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 3🔗. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია 1. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დამფუძნებელი საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების ოქმები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის საკონტაქტო მონაცემები; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების ხელმოწერით დამოწმებული სია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თითოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. 2. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა. მუხლი 4🔗. რეესტრის წარმოების წესი 1. რეესტრს აწარმოებს სამინისტრო,  რომელიც, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის შემთხვევაში, 30 დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას სსიპ – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. 2. ორგანიზაციის რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელია  ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი. მუხლი 5🔗. რეესტრში შესატანი ინფორმაცია 1. რეესტრში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანება ამ წესის მე-7 მუხლში მოცემული ფორმის მიხედვით. 2. რეესტრში აისახება: ა) წყალმომხმარებელთა  ორგანიზაციის სახელწოდება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ბრძანების ნომერი და თარიღი; ე) მუნიციპალიტეტი, ქალაქი/სოფელი, დაბა/თემი; ვ) სამელიორაციო სისტემა; ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფართობი; თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა;  ი) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის  გამგეობის თავმჯდომარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელ. ნომერი, ელ. ფოსტა. მუხლი 6🔗. რეესტრში არსებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა რეესტრში ცვლილების შეტანა ხდება შესაბამისი  სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი ცვლილების  შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს ერთი კვირისა. მუხლი 7🔗. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი N ორგანიზაციის სახელწოდება საიდენტიფიკაციო კოდი რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი რეგისტრაციის შესახებ ბრძანების ნომერი და თარიღი მუნიციპალიტეტი ქალაქი/სოფელი დაბა/თემი სამელიორაციო სისტემა მომსახურების  ტერიტორიის ფართობი წევრების რაოდენობა თავმჯდომარის სახელი და გვარი პირადი ნომერი მისამართი ტელ. ნომერი ელ.  ფოსტა