წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-569 |
|
2020 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი |
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
|
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოებასთან, მონაცემების შეტანასა და განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი
1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების აღრიცხვის მიზნით შექმნილ მონაცემთა ბაზას. 2. რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 3. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია
1. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დამფუძნებელი საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების ოქმები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის საკონტაქტო მონაცემები; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების ხელმოწერით დამოწმებული სია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თითოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. 2. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა.
მუხლი 4. რეესტრის წარმოების წესი
1. რეესტრს აწარმოებს სამინისტრო, რომელიც, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის შემთხვევაში, 30 დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას სსიპ – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. 2. ორგანიზაციის რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელია ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი.
მუხლი 5. რეესტრში შესატანი ინფორმაცია
1. რეესტრში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანება ამ წესის მე-7 მუხლში მოცემული ფორმის მიხედვით. 2. რეესტრში აისახება: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელწოდება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ბრძანების ნომერი და თარიღი; ე) მუნიციპალიტეტი, ქალაქი/სოფელი, დაბა/თემი; ვ) სამელიორაციო სისტემა; ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფართობი; თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა; ი) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელ. ნომერი, ელ. ფოსტა.
მუხლი 6. რეესტრში არსებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა
რეესტრში ცვლილების შეტანა ხდება შესაბამისი სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს ერთი კვირისა.
მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-569. სარეგისტრაციო კოდი — 400060000.22.023.016636.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №2-569, 06.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 400060000.22.023.016636 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4907501/