ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016487
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – მარუხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე - ფალავანდიშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2020 წლის 30 ივნისი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. ქალაქ ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე, ხოლო სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების (M3 კატეგორია) მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი გამოიყოს და ამ ზოლში მოძრაობის მიმართულება დაწესდეს ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, თანახმად დანართი №1, 1ა, 1ბ და 1გ-სა.
2. ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გამოიყოს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების (M3 კატეგორია) მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი და ამ ზოლში მოძრაობის მიმართულება დაწესდეს ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩამდე, თანახმად დანართი №2 და 2ა-სა.
3. ქალაქ ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე, თანახმად დანართი №3-სა.
4. ქალაქ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა 26 მაისის ქუჩიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩამდე, ხოლო სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების (M3 კატეგორია) მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი გამოიყოს და ამ ზოლში მოძრაობის მიმართულება დაწესდეს ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან თბილისის მოედნამდე, თანახმად დანართი №4, 4ა, 4ბ და 4გ-სა.
5. ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა პარმენ ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე, თანახმად დანართი №5-სა.
6. ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე, თანახმად დანართი №6-სა.
მუხლი 2🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) დადგენილების ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის ქუჩების აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების (M3 კატეგორია) მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მონიშვნით;
ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 3🔗
ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების (M3 კატეგორია) მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე