ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.132.016491
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,750 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ამხანაგობა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად
მუხლი 3
პროგრამა
ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ ამხანაგობების მხარდაჭერისა და დაფინანსების წესსა და პირობებს
მუხლი 3
წესდება
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ამხანაგობის წესდება, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს
მუხლი 3
ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაცია
ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობის და გამართული ფიზიკურ-ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები
მუხლი 3
ამხანაგობების ასოციაცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნილი ამხანაგობების გაერთიანება.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.05.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.02.2022 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.07.2020 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.01.2019 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 13.04.2021

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2020 წლის 30 ივნისი ქ. ბათუმი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებაზე შემოტანილ განცხადებებზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე დანართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წ ე ს ი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა მუნიციპალიტეტის ორგანოებთან წესრიგდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პროგრამის ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაციისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს ამ წესის მიხედვით აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას. მუხლი 2🔗. წესის მიზანი ამ წესის მიზანია: ა) პროგრამის განხორციელების რეგულირება, რომელიც გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას; ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის/აღრიცხვიდან მოხსნის პირობების განსაზღვრა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ამხანაგობა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად; ბ) პროგრამა – ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ ამხანაგობების მხარდაჭერისა და დაფინანსების წესსა და პირობებს; გ) წესდება„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ამხანაგობის წესდება, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; დ) ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაცია – ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობის და გამართული ფიზიკურ-ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები; ე) ამხანაგობების ასოციაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნილი ამხანაგობების გაერთიანება. მუხლი 4🔗. უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანისა და აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო), ხოლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაცია. მუხლი 5🔗. ამხანაგობის საერთო კრების ოქმი 1. ამ წესის მიზნებისთვის ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელწოდება; გ) ამხანაგობის კრების გამართვის ადგილი, თარიღი და დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.    2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. თავი II ამხანაგობის აღრიცხვა მუხლი 6🔗. ამხანაგობის აღრიცხვა 1. ამხანაგობის აღრიცხვაზე დადგომის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს სააგენტოს, როგორც წესი ელექტრონული პორტალის (amkhanagoba.batumi.ge) მეშვეობით.   2. ამხანაგობამ აღრიცხვაზე დადგომის თაობაზე განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი (ამ წესით განსაზღვრული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია მხოლოდ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ან/და ინდივიდუალური ნომრის მითითება, თუ შესაბამის ვებ-გვერდზე შესაძლებელია უშუალოდ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ნახვა); ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი – გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდება; დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია (სახელი – გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით); ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს მრავალბინიან სახლში არსებულ უძრავ ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს ამხანაგობის სახელით.   3. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობას.   4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობას.   5. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც სააგენტო გასცემს ან არ გასცემს აღრიცხვის ფურცელს.   6. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს.  7. სააგენტო უფლებამოსილია ამხანაგობას მოთხოვოს ისეთი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამის უკეთ განხორციელებას ან ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზის წარმოებას. მუხლი 7🔗. აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა 1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, სააგენტოს, როგორც წესი ელექტრონული პორტალის (amkhanagoba.batumi.ge) მეშვეობით, მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი; ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ამხანაგობის წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია სახელი – გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები; ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.     2. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.  3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციე-ლებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების სააგენტოში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები. მუხლი 8🔗. ამხანაგობის აღრიცხვიდან მოხსნა ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. თავი III ამხანაგობის განვითარება მუხლი 9🔗. ამხანაგობის განვითარება 1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაცია განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.    2. პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ამხანაგობას, რომლის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულია ექსპლუატაციაში. კონკრეტული პროგრამით შესაძლებელია დადგინდეს შეზღუდვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაკთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაშიც ამხანაგობა ვერ ისარგებლებს პროგრამით. პროგრამით სარგებლობის სხვა პირობები განისაზღვრება უშუალოდ პროგრამით ან/და პროგრამის განხორციელების წესით.   3. ამხანაგობების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითკმარ სუბიექტად ჩამოყალიბების მიზნით, სააგენტო/პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან ხელი შეუწყონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ინსტიტუციურ, ეკონომიკურ განვითარებას და მხარი დაუჭირონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციების განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით. მუხლი 10🔗. განცხადების წარდგენა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე 1. ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პროგრამის განმახორციელებელ შესაბამის ორგანიზაციას, როგორც წესი ელექტრონული პორტალის (amkhanagoba.batumi.ge) მეშვეობით. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაციის დასახელებას; ბ) განმცხადებელი ამხანაგობის რეკვიზიტებს; გ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაფინანსების თაობაზე.    2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) სააგენტოს მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლი; ბ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც განსაზღვრული იქნება ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პრიორიტეტების მიხედვით. მუხლი 11🔗. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების პირობები 1. პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაცია განიხილავს შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით და პროგრამით დადგენილ პირობებთან.   2. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაცია აფინანსებს შემდეგ ძირითად მიმართულებას: ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი); ბ) ლიფტის შესაკეთებელი სამუშაოები (ლიფტები და სადარბაზოს სენსორული სანათები); გ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელი სამუშაოები; დ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები; ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, თაღები და სართულშუა ნაპრალების სამუშაოები); ვ) პროექტირების სამუშაოები (არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება).   3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაძლებელია განისაზღვროს ამხანაგობისათვის დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების სახე, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტში და წარმოადგენს ამხანაგობების განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამუშაოებს.   4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადებას უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაცია (სახელმწიფო შესყიდვების ან/და ამხანაგობის მიერ წარმოდგენის გზით).       5. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან, ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია; ბ) შესასრულებელი სამუშაო უკვე დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა; გ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა; დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა; ე) დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები. მუხლი 12🔗. სამუშაოების შესყიდვის წესი ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაცია განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გზით. მუხლი 13🔗. ამხანაგობის ვალდებულება 1. ამ წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების მიღებისათვის ამხანაგობა ვალდებულია სრულად დაიცვას ამ წესითა და პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნები.   2. ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ამ წესისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა. მუხლი 14🔗. პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაციის უფლებამოსილება  პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული ამხანაგობის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის მოთხოვნა ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე; ბ) მოითხოვოს დაფინანსებული ამხანაგობის ანგარიში ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; გ) ერთდროულად განიხილოს და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში დააფინანსოს სხვადასხვა სახის სამუშაოები ერთი ამხანაგობისათვის. მუხლი 15🔗. სხვა ღონისძიებები სააგენტოს უფლებამოსილებას ასევე განეკუთვნება: ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება; ბ) ამხანაგობების საქმიანობისათვის საჭირო ტიპური დოკუმენტაციის შემუშავება (ტიპური წესდება, ამხანაგობის ტიპური კრების ოქმი და ა.შ.).