„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2020
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016329
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2020
matsne.gov.ge 1,588 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.05.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.10.2023 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 09.02.2018 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 13.04.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2020 წლის 3 ივლისი ქ. თერჯოლა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე დანართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა  საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან წესრიგდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების  დაფინანსების თხოვნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს მერიაში ამ წესის მიხედვით აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას. მუხლი 2🔗. წესის მიზანი ამ წესის მიზანია: ა)„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელების რეგულირება, რომელიც  გულისხმობს ბინათმესაკუთრეთ ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერას; ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის/აღრიცხვიდან მოხსნის პირობების განსაზღვრა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ამხანაგობა- თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა-ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით მოიცავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამხანაგობების მხარდაჭერისა და დაფინანსების წესსა და პირობებს; გ)  წესდება - „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ამხანაგობის წესდება, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაერთიანება- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ საერთო ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი გაერთიანებები. მუხლი 4🔗.   უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“). მუხლი 5🔗. ამხანაგობის აღრიცხვა 1. ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში – მერი). 2. ამხანაგობამ აღრიცხვაზე დადგომის თაობაზე განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი – გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი; დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია (სახელი – გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით); ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს მრავალბინიან სახლში არსებულ უძრავ ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს ამხანაგობის სახელით. 3. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის  აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც მერიაა გასცემს ან არ გასცემს აღრიცხვის  ფურცელს. 4. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 6🔗. ამხანაგობის საერთო კრების ოქმი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდება 1. ამ წესის მიზნებისთვის ამხანაგობის საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:    ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელწოდება; გ) ამხანაგობის კრების გამართვის ადგილი, თარიღი და დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ლ)ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებაში განისაზღვრული უნდა იყოს: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესები; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების წესები; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რეგულარული ხარჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი სადანახარჯო შენატანების ოდენობა; დ) სამეურნეო გეგმის მიღებისა და შესრულების წესები; ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისების, გაქირავების, იჯარით გაცემის, დაგირავების, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლების სხვა პირებისათვის გადაცემის წესები; ვ) სესხის აღებისა და გაცემის წესები; ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შეძენის წესები; თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევისა და გათავისუფლების წესები; ი)ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის ფუნქციების მოწვეული მმართველისთვის გადაცემის წესი; კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 4. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რაოდენობა თორმეტს არ აღემატება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებას იღებენ ხმათა 3/4-ით, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში – ხმათა 2/3-ით. მუხლი 7🔗. აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა 1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ, საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ამხანაგობის წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია სახელი – გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები; ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.  2. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმი სსაფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას, ანაღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები. მუხლი 8🔗. ამხანაგობის აღრიცხვიდან მოხსნა ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 9🔗. ამხანაგობის განვითარება 1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, მერია განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე. 2. ამხანაგობების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, მერია უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ინსტიტუციურ, ეკონომიკურ განვითარებას და  მხარი დაუჭიროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაერთიანებების განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით. მუხლი 10🔗. განცხადების წარდგენა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე  1. ამხანაგობები სწევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მუნიციპალიტეტის მერიის დასახელებას; ბ) განმცხადებელი ამხანაგობის რეკვიზიტებს; გ)ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაფინანსების თაობაზე. 2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) მერიის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლი; ბ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხევავში, ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი; გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმის დედანი, რომლითაც განსაზღვრული იქნება ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პრიორიტეტების მიხედვით. მუხლი 11🔗. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების პირობები 1. მერია განიხილავს შემოტანილ განცხადებებს და  მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. 2. ამხანაგობის საერთოქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით მერია ნაწილობრივ (70%-ით) აფინანსებს შემდეგ ძირითადი მიმართულებას: ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და გარე ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია; ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა; გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, სადარბაზოს შესასვლელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა; დ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია; ე) ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის; ვ) ძელ სკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის. 3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია; ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით; გ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ერთი წლისგანმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა. დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა; ე) დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები. მუხლი 12🔗. სამუშაოების შესყიდვის წესი ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას მერია განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გზით. მუხლი 13🔗. ამხანაგობის ვალდებულება 1. ამ წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინასების მიღებისათვის ამხანაგობა ვალდებულია: ა) საერთო კრებაზე განსაზღვროს ამხანაგობის საჭიროებები რიგითობის მიხედვით; ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საერთო კრების ოქმით განსაზღვროს საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობა, რომლის შეტანაც განხორციელდება ამხანაგობის ანგარიშზე. შენატანების ოდენობა უნდა შეადგენდეს მერიის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების არანაკლებ 10%-ს; 2. სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ამხანაგობის წევრები (შემდგომში – სოციალურა დდაუცველი წევრები), მერიაში სათანადოდოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, თავისუფლდებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისგან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცლებელი სადანახარჯო შენატანები ამხანაგობის ანგარიშზე უნდა აისახოს განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 სამუშაო დღეში. 4. ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ამ წესის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/ რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა. მუხლი 14🔗 ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.