„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №406 |
|
2020 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №6 დანართის (ტუბერკულოზის მართვა): ა) მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) პაციენტებისთვის ტუბერკულოზის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებისა და ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას, ასევე სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებით, სახარჯი მასალებითა და პირადი დაცვის საშუალებებით სახელმწიფო პროგრამებისა და გლობალური ფონდის პროექტით დაფინანსებული პროგრამების ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები;“; ბ) №6.1 დანართის (ერთეულის ღირებულებები) ცხრილის: ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.9 პუნქტი:
გ) დანართი 6.2 (თერაპიული სტაციონარული მომსახურების ერთეულის ღირებულებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 6.2
თერაპიული სტაციონარული მომსახურების ერთეულის ღირებულებები
.“. 2. №7 დანართის (აივ-ინფექციის/შიდსის მართვა): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, მკურნალობისათვის საჭირო სპეციფიკური ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მოსარგებლეები ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად შეიძლება იყვნენ:“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ლ) ზემოაღნიშნული ჯგუფებისათვის აივ-ინფექციაზე/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას, მათ შორის, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექციის/შიდსის სკრინინგის სერვისით მოცული ჯგუფებისათვის აივ-ინფექციის/შიდსის, B ჰეპატიტისა და სიფილისის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების შესყიდვას. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცენტრებში განთავსებული პირებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას;“; ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას პაციენტებისთვის, ასევე სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებით, სახარჯი მასალებითა და პირადი დაცვის საშუალებებით სახელმწიფო პროგრამებისა და გლობალური ფონდის პროექტით დაფინანსებული პროგრამების ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები;“; გ) მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექციის/შიდსის სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის.“; დ) №7.1 დანართით (აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული და სტაციონარული დახმარებით) განსაზღვრული ცხრილის პირველ პუნქტს (შიდსი (ამბულატორიული მომსახურება)) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.19 ქვეპუნქტი: „
.“. 3. №18 დანართის (რეფერალური მომსახურება) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ანამნეზში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (covid-19) დიაგნოზის მქონე გამოჯანმრთელებული პირები.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №406. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.022121.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №406, 03.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022121 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4914828/