📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2020
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,056 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.12.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.05.2022 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 08.12.2017 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.11.2017 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2020 წლის 6 ივლისი დაბა ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1).  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 2 სექტემბრის №34 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014 წ.,, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016179). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე დანართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საფუძველზე შექმნილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სივრცით - ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა - ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო -ნორმატიულ და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს. ზემოთხსენებულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას . 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, საქართველოს კანონების და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე , საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით. 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების,  მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი და ბეჭედი -  სამსახურის დასახელების აღნიშვნით. 7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი. 8. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის №15. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის – სამსახურის უფროსისაგან; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების – განყოფილების უფროსებისაგან; გ) III და IV რანგის უფროსი და უმცროსი სპეციალისტებისგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილება; ბ) ზედამხედველობის განყოფილება. მუხლი 3🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი 1. სამსახურს მართავს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს,წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;  ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი. მუხლი 4🔗. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.  2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით და სამსახურებრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებია: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა. 2. არქიტექტურულ-მშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობა. 3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად. 4. მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსება და გაცემა. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. 6. სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში. 7. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირებ კომპეტენციის ფარგლებში. მწვანე ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება ტყე-პარკების, სკვერების, გაზონებისა და ზოგადად სარეკრეაციო ზონებისათვის. 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში. 9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 10. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში. 11. წინადადებების მომზადება და განხილვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების/მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა/ მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება.   13. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. 14. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა,  მათი არსებული წესით კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი და დამრღვევთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება კომპეტენციის ფარგლებში. 15. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა,  ჭებისა და  სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი.   16. ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება და  დამრღვევთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება კომპეტენციის ფარგლებში. 17. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟოღონისძიებების განხორციელება. 18. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 19. საჯარო ზედამხედველობა - არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი დადამრღვევთა  მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება. 20. კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში. 21. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. 22. ზედამხედველობა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში. 23. ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე , სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვაზე, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარებაზე. 24.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება.კომპეტენციის ფარგლებში. 24. სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მიკუთვნებულ  საკითხებზე მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში კომპეტენციის ფარგლებში. 25. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა. 26.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება. 27. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები, დაწესებულებების, საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია; ბ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა კომპეტენციის ფარგლებში; დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებასა და სასამართლო საპროცესო წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში; ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში; ვ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. მუხლი 7🔗.  არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების ფუნქციები არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების ფუნქციებია: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა. 2. არქიტექტურულ-მშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობა. 3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად. 4. მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსება და გაცემა. 5. მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალის წარმოება. 6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. 7. სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში. 8. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში. მწვანე ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება ტყე-პარკების, სკვერების, გაზონებისა და ზოგადად სარეკრეაციო ზონებისათვის. 9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში. 10. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში. 11. წინადადებების მომზადება და განხილვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების/მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა/ მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება.  13. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 14. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. 17. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში კომპეტენციის ფარგლებში. 18. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა. 19. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება. 20. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 8🔗. ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები 1. საჯარო ზედამხედველობა – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/დადემონტაჟი, დამრღვევთა მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მითითებისა და შემოწმების აქტების გამოყენება/წარმოება. 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე კანონით დადგენილი წესით. 3. უწყებრივი რეესტრის ჟურნალების წარმოება. 4. ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე , სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვაზე, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარებაზე. 5. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი. 6. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება. 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, შენობა-ნაგებობების ფასადების, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურების,  ჭებისა და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობაზე კონტროლი.   8. ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება. 9. კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის კომპეტენციის ფარგლებში. 10. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. 11. ზედამხედველობა გაუწიოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში. 12. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში კომპეტენციის ფარგლებში. 13. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა. 14. მონაწილეობის მიღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში. 15. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.