,,ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის N295/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-77/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016774
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-77/ნ

2020 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის N295/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის N295/ნ ბრძანებაში (სსმ, 151, 09/11/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები):

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,მუხლი 2. გამოცდის ჩატარების ორგანიზაცია

1. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ (პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნო). სააპელაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომ – საბჭო).

2. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტო (საბჭოს სამდივნო).

3. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პროცესი მოიცავს:

ა) საბჭოს მიერ განაცხადების რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღების, საგამოცდო პროცესის პერიოდის განსაზღვრას და საგამოცდო ტესტ-კითხვარების დამტკიცებას;

ბ) გამოცდის ჩაბარების მსურველთა (შემდგომ – გამოსაცდელი) განცხადების რეგისტრაციას;

გ) რეგისტრაცია სრულდება განაცხადების მიღების ბოლო დღის 24 საათზე;

დ) საბუთების ექსპერტიზას;

ე) გამოსაცდელთა მონაცემთა ბაზის შექმნას;

ვ) გამოცდის თარიღის შესახებ მაძიებლების ინფორმირების უზრუნველყოფას;

ზ) საგამოცდო პროცესის ორგანიზებას;

თ) გამოცდის შედეგების საბჭოსათვის წარდგენას;

ი) გამოცდის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფას.

4. გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება;

ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) და დიპლომის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

5. თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა შეტყობინება, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი, გამოცდის ჩატარების თარიღი და დრო.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით, წელიწადში ორჯერ.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. გამოცდის მსვლელობისას გამოსაცდელს ეკრძალება სახელმძღვანელოს, სხვა ანალოგიური მასალის, ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა და გამოყენება. საგამოცდო კომისია უფლებამოსილია გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ საშუალებების გამოყენებაში, მოხსნას გამოცდიდან.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. გამოცდის მსვლელობისას დარბაზში გამოსაცდელების, საგამოცდო და სააპელაციო კომისიის წევრების, კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფის გარდა, უცხო პირი დაიშვება საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. შეფასების კრიტერიუმები

1. გამოსაცდელი გამოცდაზე შესვლისას იღებს ადგილის ნომერს და იკავებს კუთვნილ ადგილს.

2. თითოეული საგამოცდო ბილეთის ფორმირება ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამით. საგამოცდო ბილეთში ტესტების რაოდენობა, ფორმატი და სამუშაო დრო განისაზღვრება საბჭოს მიერ.

3. საგამოცდო ბილეთის ერთ ტესტში სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

4. საბჭოს მიერ განისაზღვრება დადებითი შედეგის ქულების რაოდენობა.         

5. გამოსაცდელის ტესტური ნაშრომი ჩაბარების შემდეგ ექვემდებარება დამოწმებას საგამოცდო კომისიის შესაბამისი წარმომადგენლის ხელმოწერით.

6. საგამოცდო ბილეთის პასუხები მოწმდება კომპიუტერული პროგრამით და დაფიქსირებული შედეგი ეცნობება გამოსაცდელს შეფასების ფურცლის სახით.“.

    

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 7 ივლისიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ გაბუნია