„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- პროფესიული თეატრების შესახებ 05.04.2013
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული იურიდული პირი;
ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები);“;
ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს მუნიციპალიტეტი.
6. პროფესიულ შერეულ თეატრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები).“.
3. მე-10 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შესაბამის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს 4 წლის ვადით.
7. მუნიციპალიტეტის მერი პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს 4 წლის ვადით.“;
დ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.“;
ე) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან:
ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი:
ა.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;
ა.ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“;
ზ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. თეატრის დირექტორს:
ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;
ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
გ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებული წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.“.
4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6909-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6909-რს. სარეგისტრაციო კოდი — 450130010.05.001.020039.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6909-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 450130010.05.001.020039 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4919851/