,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

2020 წლის 7 ივლისის  

ბრძანება №01-324/ო

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის (დანართი №16);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

ა) №16 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის  და  ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის;

ბ) №22 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის).

2. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ხ-ჰ“ ქვეპუნქტები:

„ხ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) დაწესებულებებისათვის (დანართი №31);

ჯ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გემების, იახტების,  სასეირნო კატარღებისა და სხვა მცურავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ (დანართი №32);

ჰ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის (დანართი №33).

3. ბრძანებას დაემატოს №31 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) დაწესებულებებისათვის), №32 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გემების, იახტების,  სასეირნო კატარღებისა და სხვა მცურავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ) და №33 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის) დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი                                                                      ეკატერინე ტიკარაძე

📎 დანართები (5)
დანართი_N16_-_სასტუმრო.doc DOC

დანართი №16

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის

ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებები:

o ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

o უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ სასტუმროს ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები);

o სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

o ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

o უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება;

o დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება;

o საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

o სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით:

• დეზობარიერი - შენობის შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

• დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში);

o დასაქმებულთა და სტუმართათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

o დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.

აპარტამენტები და ბინები:

o რეკომენდირებულია სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა;

o სტუმრის გასვლის (checkout) შემდეგ, ოთახების დალაგება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით -დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;

o განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, (მაგალითად, საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით) და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას.

ღონისძიებები კვებით უზრუნველყოფის ბლოკებისთვის:

o გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი მანიშნებლებით;

o საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ჭურჭელი;

o სტუმართათვის გამოიყენეთ მხოლოდ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ;

o გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

o სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

o ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემით;

o ლოდინის რეჟიმში მყოფი სტუმრებისთვის, წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);

o უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით.

მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

o სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;

o ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;

o ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.

o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:

• 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;

• 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2).

o გამონაკლისი სახით შესაძლებელია დამატებით 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

o უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის შეძლებისდაგვარად უსაფრთხო დისტანციის დაცვა;

o უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

o ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და შესაბამისი დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

o მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

o ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

o ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს;

o სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;

o ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;

o გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:

• 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;

• 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2);

o დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

o გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

o უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

o სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

o ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:

o სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:

• ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;

• გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;

• გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;

• გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;

• დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;

o წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;

o ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;

o ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკლები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

o სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

დისპენსერები:

o უზრუნველყავით საპნის და სადეზინფექციო ხსნარების დისპენსერების, ხელის საშრობების, ერთჯერადი ხელსახოცების დისპენსერების და მსგავსი მოწყობილობების გამართული მუშაობის მუდმივი რეჟიმი;

o უზრუნველყავით სადეზინფექციო გელის დისპენსერების დაყენება სასტუმროს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის საერთო საპირფარეშოებში, რომლებითაც სარგებლობენ სტუმრები და პერსონალი, და სხვა ადგილებში (მაგ. სასადილო ოთახის, რესტორნის და ბარების შესასვლელებში).

თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

o თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;

o ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში. კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;

o თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია სასტუმროს თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;

o თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:

• თეთრეულის შეკრება;

• ტრანსპორტირება;

• რეცხვა და დეზინფექცია;

• დაუთოება;

• შეფუთვა;

• სუფთა თეთრეულის შენახვა;

o სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;

o დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

სპორტულ-გასართობი ცენტრები:

o აიკრძალოს ბავშვთა გასართობი ზონების ფუნქციონირება;

o დროებით, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე, აკრძალოს საერთო გამოყენების სპორტული დარბაზების ფუნქციონირება;

o აიკრძალოს სასტუმროს შიდა სივრცეში განთავსებული გასართობი და სპორტული ზონების ფუნქციონირება. სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის გამოყოფილი ინვენტარი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

o ვინაიდან სასტუმროში ვიზიტორებს პირველადი კონტაქტი აქვთ სასტუმროს მიმღების თანამშრომლებთან, თითოეული დასაქმებული უნდა აღიჭურვოს სამედიცინო ნიღბით, ასევე მიმღების მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი;

o დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს სტუმრებთან. მათ უნდა ეკეთოთ ხელთათმანი დალაგების დროს და ხელთათმანი გაკეთებამდე და მოხსნის შემდეგ ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა (წყლითა და საპნით დაბანა, ან დამუშავება სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით).

უსაფრთხოების დამატებითი ზომები დალაგების დროს:

o სასტუმროს ნომრების დალაგება განახორციელეთ დღეში ერთხელ, დროის იმ შუალედში, როცა ვიზიტორი არ იმყოფება ნომერში;

o დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;

o დაუშვებელია მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, რათა თავიდან ავიცილოთ მტვრისა და მიკროორგანიზმების მოხვედრა ჰაერში და სუფთა ზედაპირებზე;

o განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, (მაგალითად, საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით) და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;

o დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;

o დისტანციური მართვის პულტები აღჭურვეთ დამცავი გამჭვირვალე პარკებით;

o სტუმრის სასტუმროდან გასვლის (check out) შემდეგ, ოთახების დალაგება განახორციელეთ შემდეგი პრინციპით:

• დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;

• ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც დაბინძურდა შესაძლო დაინფიცირებული პირის/პირების რესპირატორული სეკრეციის ან სხვა ორგანული სითხეების მოხვედრით, მაგ: ტუალეტი, ხელსაბანი ნიჟარა და აბაზანა - გაწმინდეთ რეგულარული საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც მოიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 0.1%-ს;

• ზედაპირები ქლორით დამუშავებიდან 10 წუთის შემდგომ მოირეცხოს სუფთა წყლით;

• მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი - მაღალი კონცენტრაციის საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;

o მათეთრებელი საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ისეთ ნივთებზე, როგორიცაა: ტელეფონი, დისტანციური მართვის პულტი, კარის სახელური, ლიფტის ღილაკი და ა შ. აღნიშნულის დასამუშავებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარი;

o არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;

o მომხმარებლის ოთახში ტექნიკოსის/ინჟინრის ყოფნის აუცილებლობის შემთხვევაში აღჭურვეთ ის სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სახის დამცავი ფარი/სათვალე, ნიღაბი, ხელთათმანი.

დამლაგებლისა და სამზარეულოს პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

o ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;

o სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;

o სპეციალური/სქელი ხელთათმანი (მრავალჯერადი);

o თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);

o დახურული სპეცფეხსაცმელი.

არჩევითი დასუფთავების პროგრამები:

სასტუმროს პერსონალისა და სტუმრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერდეს სტუმრების სურვილისამებრ ოთახის დალაგების მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ოთახის დალაგება წარმოადგენს აუცილებლობას, მომსახურება უნდა განხორციელდეს სტუმრის ოთახში არყოფნის დროს.

კორონავირუსზე სავარაუდო სიმპტომების მქონე და დაინფიცირებულ სტუმართა მონიტორინგი:

o თუ სასტუმროში რომელიმე ვიზიტორს აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომი, სასტუმროს პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს;

o ასეთ შემთვევაში პერსონალი უნდა მოერიდოს აღნიშნულ სტუმრებთან მჭიდრო კონტაქტს, ხოლო სტუმრისთვის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოიყოს დროებითი იზოლირებული ოთახი, სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შესამცირებლად;

o იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს პერსონალს მოუწევს აღნიშნულ სავარაუდო სიმპტომის მქონე პირთან კონტაქტი (მაგ.: საკვების მიწოდება, დალაგება), მნიშვნელოვანია დაცული იქნეს სათანადო დისტანცია და გამოიყენოს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა;

o იმ სიტუაციებისთვის როდესაც სავარაუდო სიმპტომის მქონე სტუმარი იმყოფება ან/და დატოვა დაწესებულება, მოქმედებს განსაკუთრებული დასუფთავების და დეზინფექციის გეგმა, რომელიც გულისხმობს ოთახის დალაგებამდე ჩატარდეს ოთახის სრული დეზინფექცია და საფუძვლიანი განიავება. მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ განხორციელდეს ოთახის დასუფთავება/დალაგება;

o დასუფთავების და დალაგების პერსონალმა უნდა აცნობოს ხელმძღვანელობას ან მიმღებ (reception) განყოფილებას ან ადმინისტრაციას ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, მათ შორის, ოთახებში სავარაუდოდ დაავადებული სტუმრების ყოფნის თაობაზე.

მოთხოვნები დამსაქმებულთა მიმართ:

o დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

• ნიღაბი;

• ხელთათმანი;

• საჭიროების შემთხვევაში, დამცავი სათვალე და/ან სახის დამცავი ფარი;

• სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში - სპეცტანსაცმელი.

o თანამშრომელთა ხელმისაწვდომ, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ სრულყოფილი ინფორმაცია ჰიგიენისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, მათ შორის - ხელის ჰიგიენის, ნიღბის, ბახილების და ხელთათმანის გამოყენების, აგრეთვე, მათი მორგების, ტარების მოხსნისა და მოცილების (ნარჩენების კონტეინერში განთავსება) შესახებ;

o უზრუნველყავით ნარჩენების მართვა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაუშვათ კონტეინერების გადავსება და უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მათი დაცლისას. მოახდინეთ ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;

o პერსონალს/სასტუმროს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია დასუფთავების ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხო ღონისძიებების, აგრეთვე სარეცხი/სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების შესახებ;

o განახორციელეთ მონიტორინგი პერსონალის მიერ დალაგებისა და დეზინფექციის პროცედურის ჯერადობასა და ხარისხზე;

o დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:

o სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში არ გამოცხადდეთ ნიღბის გარეშე;

o დაიცავით ჰიგიენის წესები.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

o გამოიყენეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

-----------------------

[pic]

[pic]

-----------------------

1

დანართი_N22_-_გამოცდები.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №22

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის

ძირითადი რეკომენდაციები:

  • გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაიცავით წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც უნდა უზრუნველყოთ:

  • ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება;

  • აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა (უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ 2 მ-ის დაცვით);

  • რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენება;

გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით:

  • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მეთვალყურეთა და აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში იმოქმედეთ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად (იხ. თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები).მაქსიმალურად შეამცირეთ მეთვალყურეთა რაოდენობა ან გამოიყენეთ როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);

  • რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის გამოყავით სარეზერვო სექტორი;

  • ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);

  • განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო გამოსაცდელებისათვის - ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში;

  • ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;

  • უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისათვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;

  • სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;

  • სამუშაო ადგილებზე დადგით ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;

  • გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ შორის, ღილაკებს, კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით;

  • სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია 60-70 %-იანი ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ხსნარის გამოყენება, რომელიც არ დააზიანებს კომპიუტერის ეკრანს (მაგ., ხელის სანიტაიზერი, რომელიც სპირტის გარდა გლიცერინს შეიცავს, ამ მიზნისათვის არ გამოდგება);

  • გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები (გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა) საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით (საყურადღებოა, რომ პერსონალმა ნიღაბი უნდა გამოიცვალოს და ხელები დაიმუშაოს შესაბამისი პერიოდულობით ).

საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:

  • სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;

  • სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;

  • მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:

  • უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

  • გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;

  • განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით; კონდიცირება დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე.

შენიშვნა: პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.

გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 300С-ს.

  • კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი;

  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სივრცეში მყოფი პირებისკენ;

  • კონდიციონერის მუშაობის პროცესში აუცილებელია ფანჯრების ღიად დატოვება, აღნიშნული ხელს უწყობს საგამოცდო სივრცეში ჰაერის გარედან შემოდინებას და ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებას.

უწყისში გამოსაცდელების მიერ ხელმოწერისა და პასუხების ფურცლების შეგროვებისას გასატარებელი ღონისძიებები:

  • ყოველი სესიის დასრულების შემდეგ მეთვალყურემ კალმების, პასუხებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების აკრეფისა და დათვლის პროცედურამდე და ამ პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა (დამუშავება სანიტაიზერით, ან დაბანა საპნითა და წყლით).

საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:

  • ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) 2 დღიანი კარანტინის შემდეგ და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.

საგამოცდო ცენტრის დალაგება:

  • საგამოცდო ცენტრი დაალაგეთ თითოეული სესიის დაწყებისა და დასრულების შემდეგ;

  • გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;

  • სესიის დაწყების წინ საგამოცდო ცენტრი დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);

  • დაასუფთავეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ., საგამოცდო სექტორიდან) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;

  • მაგიდების გამჭვირვალე ბარიერები და სხვა მცირე ზედაპირები დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარში (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი ხსნარი) დასველებული ჩვრით ან შესაბამისი დანიშნულების ერთჯერადი ხელსახოცით;

  • იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების ხსნარის გამოყენება;

  • საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;

  • დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები);

აკრძალულია : დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

საგამოცდო ცენტრის სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

  • სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, აუცილებელია დადგენილი წესით ყოველი სესიის წინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (სესიის მიმდინარეობის პერიოდში) და ყოველი სესიის დასრულების შემდგომ;

  • საპირფარეშოს დალაგება აუცილებელია სველი წესით და სარეცხი საშუალებებით წმენდის შემდგომი დეზინფექციით სათანადო წესით;

  • დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია

  • ნიღაბი;

  • ერთჯერადი ხალათი;

  • სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);

  • თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:

  • რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);

  • თუ გამოსაცდელს 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.50С-მდე (37.40С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;

  • თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:

  • თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

  • იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;

  • 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

  • ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში:

  • თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, იგი განთავსდება სამმხრივი გამჭვირვალე დამცავი ფარის/ ბარიერის მქონე სამუშაო მაგიდასთან, რომელიც დაშორებულია არანაკლებ ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან (მაგიდებს შორის დაშორება ყველა მხრიდან უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა)ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ შემდეგ გამოცდამდე მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით; მისი დაშვება შემდეგ გამოცდაზე მოხდეს არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.

ცენტრის პერსონალის ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

  • სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;

  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;

  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;

  • გამოიყენეთ 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

გამოსაცდელთა ვალდებულებები:

  • საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;

  • საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი:

ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;

ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;

გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;

დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას.

ე) 370С - ზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად PCR -ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა).

  • მითითების შემთხვევაში დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

  • მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია;

  • დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_N31_-_ფიტნესი_და_სპორტული_კლუბები.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №31

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) დაწესებულებებისათვის

ყველა ტიპის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ფიტნეს კლუბების ოპერირებისთვის სავარჯიშო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებები:

  • ერთიან შესასვლელთან უზრუნველყავით თერმოსკრინინგის განხორციელება, ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს/ვარჯიშის დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

  • შენობის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებისა და მათი სწორად მოხმარების წესები;

  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

    • შენობის საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

    • სავარჯიშო სივრცეში, ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისათვის დასაშვებია უსაფრთხო დისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა;

    • უზრუნველყავით კლუბების ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;

    • უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

    • უზრუნველყავით საერთო გამოყენების სველი წერტილების დასუფთავება, დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალებით;

    • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;

    • პერსონალი უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სათანადო კოლექტიური/ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

  • დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - მიმღებში;

  • ხელთათმანით - ნაღდი ფულის გამოყენების შემთხვევაში.

  • დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

  • ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში

  • გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;

  • არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

  • სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;

  • საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 სათში ერთელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება;

  • ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყავით საერთო სავარჯიშო და დამხმარე სივრცეების სველი წესით დალაგება და დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

  • ყოველი დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ ჩაატარეთ დახურული სივრცეების განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარებების პირობებში, „ორპირი ქარის“ პრინციპით;

  • უშუალოდ ყველა სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით ან ხელების დამუშავება არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;

  • დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი ტიხრებით/ბარიერებით;

  • იმ შემთვევაში თუ საშხაპეები არ არის გამოყოფილი ერთმანეთისგან გამყოფი ბარიერით, საშხაპეები უნდა დაილუქოს, ხოლო თუ ობიექტს გააჩნია ბარიერით გამოყოფილი საშხაპეები უნდა მოხდეს მათი მუდმივი დამუშავება (ერთ საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი ხსნარითა და სტანდარტებით, ყოველი გამოყენებისა და დღის ბოლოს;

  • თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით;

  • უზრუნველყავით დახურულ და ღია სივრცეში ვარჯიშის პროცესში ხელების სადეზინფექციო საშუალებების ხელმისაწვდომობა;

  • სანიტარულ კვანძებში განათავსეთ ხელის ჰიგიენისთვის თხევადი საპნისა და ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი დისპენსერის მოწყობა;

  • აღრიცხეთ სავარჯიშო სივრცეში შემოსული მომხმარებლები;

  • სავარჯიშო დარბაზებში უზრუნველყავით უსაფრთხო მანძილის ნიშანდება სტიკერების საშუალებით;

  • აიკრძალოს ბართან საკვებისა და სასმელის მიღება, ხოლო ბართან დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

რეკომენდაციები ჯგუფური ვარჯიშებისა და სტუდიოებისთვის:

  • მომხმარებლები მიიღეთ წინასწარი ჩაწერით;

  • ჯგუფურ ვარჯიშზე (იოგა, პილატესი და ა.შ) შესაძლებლობის გათვალისწინებით შეზღუდეთ ინსტრუქტორებსა და მომხმარებლებს შორის ფიზიკური კონტაქტი;

  • ჯგუფური ვარჯიშების დარბაზებში, დაშვებულია ვიზიტორების დაშვება უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მეტრი), მაგრამ ერთ ვარჯიშზე არაუმეტეს 10 ადამიანისა. სავარჯიშო დარბაზებში უზრუნველყავით უსაფრთხო მანძილის ნიშანდება სტიკერების საშუალებით.

რეკომენდაციები პერსონალური ვარჯიშებისთვის:

  • ინსტრუქტორებმა მომხმარებლებთან ურთიერთობისას შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან.

რეკომენდაციები ტრენაჟორების დარბაზისთვის:

  • ტრენაჟორების დარბაზში დაიცავით წესები:

    • სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6მ2 ფართობზე დაუშვით 1 (ერთი) ვიზიტორი;

    • გასახდელები გამოიყენეთ მხოლოდ პირადი ნივთებისთვის;

    • გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ.

    • ყველა პირმა, გარდა მოვარჯიშეებისა, რომელიც ჩართული არ არის ვარჯიშის პროცესში, გამოიყენოს ნიღაბი;

  • ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები განათავსეთ იმგვრად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (2მ). იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა, ტრენაჟორები ერთმანეთისგან გამოყავით დამცავი ტიხრებით/ბარიერებით. თუ ბარიერების დამონტაჟება ან უსაფრთხო დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ინვენტარი დალუქეთ.

ინვენტარის დასუფთავების წესი:

  • კლუბში არსებული სავარჯიშო დანადგარების, მოწყობილობების და სავარჯიშო ატრიბუტების დასუფთავება შესაბამისი სველი წესით განხორციელდეს ყოველ 1 საათში ერთხელ, ხოლო კაპიტალური დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი დღის ბოლოს;

  • ჯგუფური ვარჯიშების შემთხვევაში ყოველ საათში ერთხელ გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები, რათა შესაძლებელი იყოს ამ პერიოდში დასუფთავების სამსახურის შესვლა და შესაბამისი დასუფთავების სამუშაოების ჩატარება;

  • მომდევნო ჯგუფი სავარჯიშოდ მიიღეთ სანიტარული შესვენების შემდეგ;

  • გამოყავით ,,სადეზინფექციო კუთხეები“ ხელის სანიტაიზერებისა და ინვენტარის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების განსათავსებლად.

პირსახოცებისა და ხალათების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

  • ვიზიტორისთვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი/ხალათი - ერთჯერადი შეფუთვით. გამოყენების შემდეგ პირსახოცი/ხალათი რჩება ადგილზე.

  • პერსონალი, აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს/ხალათებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში. კატეგორიულად იკრძალება გამოყენებული პირსახოცების/ხალათების იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება.

შენიშვნა: დასაშვებია საკუთარი პირსახოცის/ხალათის გამოყენება ვარჯიშის დროს.

თეთრეულის (პირსახოცი, ხალათი და სხვა) რეცხვა-დეზინფექცია:

  • რეცხვა-დეზინფექცია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

  • პირსახოცების/ხალათების რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია კლუბის კუთვნილი პირსახოცების/ხალათების რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;

  • თუ პირსახოცების/ხალათების მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:

  • პირსახოცების/ხალათების შეკრება;

  • ტრანსპორტირება;

  • რეცხვა და დეზინფექცია;

  • დაუთოება;

  • შეფუთვა;

  • სუფთა პირსახოცების/ხალათების შენახვა;

  • სამრეცხაოში პირსახოცების/ხალათების დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა პირსახოცების/ხალათების ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა პირსახოცების/ხალათების მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;

  • COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

  • სანიტარიული კვანძების სველი წესითა და სარეცხი საშუალებებით დალაგება და დეზინფექცია ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ აუცილებელი წესით, არანაკლებ 3-ჯერ დღეში;

  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;

  • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

  • დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:

• ნიღაბი;

• ერთჯერადი ხალათი;

• სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);

• თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

სპორტსმენებისა და პერსონალის ვალდებულებები:

  • ვარჯიში განახორციელეთ რეკომენდაციების შესაბამისად;

  • სავარჯიშო სივრცეში და ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს;

  • მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

  • საერთო სარგებლობის სივრცეებში (გარდა სავარჯიშო სივრცეებისა) ნიღბების ტარება სავალდებულოა;

  • ვარჯიშის დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სავარჯიშო/სათამაშო სივრცეები და ის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ ვარჯიშის პროცესის მიმდინარეობისას;

  • კარგად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი საშუალებები;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში/ურნაში;

  • თავი შეიკავეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან, ვარჯიშის პერიოდში სასურველია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; უზრუნველყავით სავარჯიშო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

  • ყოველი დღის შემდგომ უზრუნველყავით სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისი დანართის შესაბამისად.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_-_N32_-_სასერნო_გემები,_კატარღები,_იახტები-1.doc DOC

დანართი №32

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გემების, იახტების, სასეირნო კატარღებისა და სხვა მცურავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ

ზოგადი რეკომენდაციები:

o სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლეთ მცურავ სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

o თანამშრომლები უზრუნველყავით სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანი);

o მცურავ საშუალებებზე გამოაკარით განცხადებები (არსებობის შემთხვევაში - მონიტორებზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

o უზრუნველყავით ხელის დაბანის შესაძლებლობა, თხევადი საპნითა და წყლით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხე;

o დარწმუნდით, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მათი სწორად გამოყენება;

o სათანადო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესების შემახსენებლები/თვალსაჩინოებები;

o პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია;

o გარკვეული პერიოდულობით (2 საათში ერთხელ) მოახდინეთ ხშირად შეხებადი სამუშაო ზედაპირების, აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია;

o სივრცეებში უზრუნველყავით თანამშრომლებისა და მგზავრების მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება(ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით.

o უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

o მცურავი საშუალების დახურულ სათავსში არ დაუშვათ მგზავრი/პერსონალი ნიღბის გარეშე;

o უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი;

o გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);

o მართვის პულტთან მყოფი თანამშრომლისთვის, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მოაწყვეთ სათანადო დამცავი ბარიერი;

o მცურავი საშუალების დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობისა და სავარძლების სამკლაურების (ხელის დასასვენებელი ადგილი) დამუშავება-დეზინფექციას.

მცურავ სატრანსპორტო საშუალებებში აკრძალულია იმაზე მეტი მგზავრის დაშვება, ვიდრე დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა.

o ხშირად განიავდეს (არანაკლებ 2 სთიანი ინტერვალებით) სამგზავრო კაიუტები და სხვა დახურული სათავსები ღია ფანჯრებით;

o ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად;

o დალაგება-დასუფთავებაზე პასუხუსმგებელი პირ(ებ)ი აღჭურვეთ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

• ნიღაბი;

• ხელთათმანი;

• სახის დამცავი ფარი;

• სპეცტანსაცმელი.

დასაქმებულთა და მგზავრთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

o საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

o გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

[pic]

-----------------------

[pic]

[pic]

-----------------------

[pic]

[pic]

[pic]

1

დანართი_N33_-_აუზი,_საუნა,_აბანო_1594113366.doc DOC

დანართი №33

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის

ყველა ტიპის ღია და დახურული საცურაო აუზების მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებები:

o ღია და დახურული საცურაო აუზების ოპერირებისთვის უზრუნველყავით:

• აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება;

• საცურაო აუზების ძირითადი სათავსების შიდა დაგეგმვა იმგვარად რომ შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა;

o დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე;

o საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას. წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის აუზები:

• რეცირკულაციური ტიპის აუზები;

• გამდინარე ტიპის აუზები;

• წყლის პერიოდული ცვლის აუზები;

• ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის რეკომენდებული და მიზანშეწონილია გამდინარე სისტემა, გაწმენდილი და გაუსნებოვანებელი წყლის სავალდებულო მიწოდებით;

o აუზებში მიწოდებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრებს;

o აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია აბაზანებში წყლის განახლება;

o რეცირკულაციით წყლის განახლებისას ხდება მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 5%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 24 სთ-ში;

o აუზების დეზინფექცია ტარდება წყლის გაშვების და მექანიკური გაწმენდის შემდეგ, მორწყვის ორჯერადი მეთოდით, თავდაპირველად დეზინფექტანტის 0,6-0,8 ლ/მ2 რაოდენობით, ხოლო შემდგომ აქტიური ქლორის 100 მგ/დმ3 კონცენტრაციის ხსნარით, სადეზინფექციო ხსნარი ჩაირეცხება ცხელი წყლით, მისი გაშვებიდან არაუდრეს 1 სთ-ისა.

o აუზით სარგებლობის პერიოდში უნდა გაკონტროლდეს მადეზინფიცირებელი აგენტის ნარჩენი რაოდენობები წყალში (თავისუფალი ნარჩენი ქლორის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 0,3 მგ/ლ ან მეტს მინიმუმ 30 წუთის კონტაქტის შემდეგ pH- ზე <8.0. ნარჩენი ქლორი უნდა შენარჩუნდეს განაწილების მთელ სისტემაში);

o საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის საწარმოო – ლაბორატორიული კონტროლი შემდეგი მაჩვენებლების განსაზღვრით და ნიმუშის აღების ჯერადობით:

⇨ ძირითადი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები (კოლიფორმული ბაქტერიები, თერმოტოლერანტული კოლიფორმული ბაქტერიები, კოლიფაგი და ლეციტინაზა დადებითი სტაფილოკოკები), ასევე ამონიუმის აზოტის, ქლორიდების და აუზის წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის გამოყენებული რეაგენტების ნარჩენი რაოდენობის შემცველობა – 10 დღეში ერთხელ;

⇨ ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები (სიმღვრივე, ფერიანობა, სუნი) – დღეში ერთხელ, დღის ან საღამოს საათებში;

⇨ გამაუსნებოვნებელი რეაგენტების (ქლორი, ბრომი, ოზონი) ნარჩენი რაოდენობის შემცველობა - აუზის მუშაობის დაწყების წინ და შემდგომ;

o შეზლონგი გამოყენებამდე/ ყოველი გამოყენების შემდგომ, დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

o მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი - ერთჯერადი შეფუთვით. სარგებლობის შემდეგ პირსახოცი რჩება ადგილზე. მომსახურე პერსონალი, აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცმლითა და ხალათით, პირსახოცებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში.

o რეცხვა-დეზინფექცია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

o შეზლონგებს შორის დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2 მეტრისა) გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე;

o აკრძალეთ შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;

o უზრუნველყავით გასახდელების და საშხაპეების ხშირი დასუფთავება და დეზინფექცია;

მოთხოვნები აუზებში სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ხარისხისადმი:

o ღია და დახურული ტიპის აუზებში სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის გამოყენების შემთხვევაში წყლის ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნები განსახვავებულია და უნდა აკმაყოფილებდეს ,,სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხისა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის №310/ნ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

o მინერალურ წყლის ორგანოლეპტიკური თვისებები დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე და უნდა შეესაბამებოდეს ცხრილში მოცემულ მაჩვენებლებს:

მინერალური წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები

|მაჩვენებელი |დახასიათება |

|ფერი |უფერო სითხე ან მოყვითალოდან მომწვანო ელფერით |

|სუნი და გემო |დამახასიათებელი წყალში გახსნილი ნივთიერებების |

| |კომპლექსებისთვის |

|გარეგნული სახე |გამჭვირვალე სითხე, უცხო მინარევების გარეშე, მინერალური |

| |მარილების უმნიშვნელო ბუნებრივი ნალექით |

o მინერალური წყლის (გარეგანი და შინაგანი მოხმარების) ეპიდემიური უსაფრთხოება განისაზღვრება მისი ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლების ჰიგიენურ ნორმატივებთან შესაბამისობით. მინერალური წყლის ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს ,,სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხისა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №310/ნ დანართი 2-ის მე-4 ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს;

o მინერალური წყლის სინჯების გამოკვლევა, მისი შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვით (ტემპერატურა, კონსერვაციის მეთოდი, ნიმუშის ასაღები ჭურჭელი) უნდა ჩატარდეს შემდეგ ვადებში: ტემპერატურა, აირთა შედგენილობა, წყალბადიონის მაჩვენებელი, რკინა (II), ჰიდროკარბონატი, კარბონატი, ამონიუმი, ნიტრიტები – ადგილზე, ზოგადი ქიმიური მაჩვენებლები – სინჯის აღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრისათვის მინერალური წყლის მაქსიმალურად რეკომენდებული შენახვის ვადაა – 6 საათი;

o აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მინერალური წყლის ხარისხის საწარმოო – ლაბორატორიული კონტროლი შემდეგი მაჩვენებლების განსაზღვრით და ნიმუშის აღების ჯერადობით:

• მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები (№310/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-4 ცხრილის მიხედვით) და აუზის წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებული რეაგენტების ნარჩენი რაოდენობის შემცველობა – 10 დღეში ერთხელ;

• ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები (სიმღვრივე, ფერიანობა, სუნი) – დღეში ერთხელ, დღის ან საღამოს საათებში;

• გამაუსნებოვნებელი რეაგენტების (ქლორი, ბრომი, ოზონი) ნარჩენი რაოდენობის შემცველობა - აუზის მუშაობის დაწყების წინ და შემდგომ.

o სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს აუზების წმენდისა და დეზინფექციის ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად.

აუზის აბაზანებში წყლის ხარისხის მაჩვენებლები და ნორმატივები:

|მაჩვენებლები |ნორმატივები |

|ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები |

|სიმღვრივე მგ/დმ, არა უმეტეს |2 |

|ფერი გრადუსებში, არა უმეტეს |20 |

|სუნი ბალებში, არა უმეტეს |3 |

|ამონიუმის აზოტი, მგ/დმ3 |დაიშვება არა უმეტეს 2-ჯერ მომატება საწყის შემცველობასთან შედარებით |

|ქლორიდები, მგ/დმ3 |დაიშვება მომატება არა უმეტეს 200 მგ/დმ3-ით საწყის შემცველობასთან |

|ნარჩენი ქლორი: | |

|თავისუფალი, მგ/დმ3 |არა უმეტეს 0,5 |

|ნარჩენი ოზონი მგ/დმ3 |არა უმეტეს 0,1 |

|ნარჩენი ბრომი, მგ/დმ3 |არა უმეტეს 0,8-1,5 |

|ძირითადი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები |

|კოლიფორმები 100 მლ-ში |არ უნდა აღმოჩნდეს |

|თერმოტოლერანტული კოლიფორმები 100 მლ-ში |არ უნდა აღმოჩნდეს |

|კოლიფაგი 100 მლ-ში, არა უმეტეს |2 |

|ლეციტინაზოდადებითი სტაფილოკოკები 1000 მლ-ში |არ უნდა აღმოჩნდეს |

|დამატებითი მიკრობიოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლები |

|ინფექციური დაავადებების აღმძვრელები 100 კლ-ში |არ უნდა აღმოჩნდეს |

|ლურჯჩირქმბადი ჩხირები 1000 მლ-ში |___“___ |

|ლამბლიების ცისტები 50 ლ-ში |___“___ |

|ჰელმინთების კვერცხები და ჭუპრები 50 ლ-ში |___“___ |

მოთხოვნები საუნებისა და აბანოებისადმი

o აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს სათანადო წესით და პერიოდულობით (არანაკლებ 2 საათში ერთხელ);

o აბანოებსა და საუნებში შეიძლება მოეწყოს ასევე, სამასაჟო სივრცე (მაგიდით, კარადითა და ნიჟარით);

o აბანოებში შესაძლებელია ბუნებრივი ვენტილაცია ორგანიზებული ჰაერის ნაკადის მიწოდების გარეშე. ჰაერის მოწოდებისას არ უნდა იყოს დაქროლვის (დაბერვის) შეგრძნება;

o გასახდელში, გასასაპნ-დასაბანში, საშხაპესა და სააბაზანო კაბინებში ჰაერის მიწოდების სიჩქარე არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას;

o წყლის ხარისხი, რომლითაც მარაგდება აბანო/საუნა უნდა შეესაბამებოდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრებს;

o განსაკუთრებული შემთხვევისათვის (წყლის შეწყვეტა და სხვ.) სასურველია აბანოს ჰქონდეს მისი წარმადობის შესაბამისი ტევადობის სათადარიგო აუზი;

o აბანოს/საუნის შენობებში განთავსებული აღჭურვილობა უნდა ექვემდებარებოდეს გარეცხვასა და დეზინფექციას სათანადო წესით;

o მთელი სამუშაო დღის განმავლობაში გასახდელ, გასასაპნ-დასაბან, საშხაპე, საორთქლე და სხვა სათავსებში დაცულ უნდა იქნეს სისუფთავე;

o სააბაზანო-საშხაპე კაბინებში, ყოველი სარგებლობის შემდეგ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი დასუფავება და დეზინფექცია;

o ყოველდღე, აბაზანის დახურვის შემდეგ, უნდა მოხდეს მთელი შენობის ინვენტარისა და აღჭურვილობის საფუძვლიანი დასუფთავება. გენერალური დალაგება-დასუფთავება უნდა მოეწყოს არანაკლებ კვირაში ერთხელ;

o გასასაპნ-დასაბან და საორთქლე სათავსებში უნდა ჩატარდეს შემდეგი სახის დალაგება-დასუფთავება:

• დასაჯდომები უნდა გაირეცხოს უხეში ჯაგრისით, ცხელი წყლით, მარილმჟავით ან სოდით და განხორციელდეს ჩარეცხვა ჭავლის გამოყენებით; კედლების პანელები, გამოწეული კონსტრუქციები, მილგაყვანილობა, გასანათებელი და გასათბობი საშუალებები, ფანჯრის მინები და სხვა უნდა გაირეცხოს ჯაგრისით;

• იატაკები უნდა გაიწმინდოს ჯაგრისით, უწყვეტი წყლის ნაკადის ქვეშ;

• იატაკის გაწმენდის შემდეგ უნდა ჩამოირეცხოს კედლები და აღჭურვილობა შლანგით, ცხელი წყლით;

o გასახდელის აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს 0,5%-იანი ქლორიანი კირით ან ქლორამინით;

o იატაკი გასახდელში უნდა გაიწმინდოს ჯაგრისით, სარეცხი ფხვნილით ან ტუტიანი ხსნარით და შემდეგ მოირეცხოს;

o სველი ქიმიური დეზინფექცია, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ;

o აბანოს აუზში წყალი განუწყვეტლივ უნდა იცვლებოდეს და სუფთა წყალი უნდა მიეწოდებოდეს მუდმივად;

o შეიძლება დაშვებულ იქნეს აუზში წყლის მიწოდების რეცირკულაციური სისტემა, წყლის გაწმენდის, ქლორირების და ყოველდღიურად არანაკლებ 10% სუფთა წყლის დამატების პირობით;

o დაბინძურების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა მოხდეს აუზის მექანიკური გაწმენდა, წყლის წინასწარი დაცლის შემდეგ. გაწმენდა მდგომარეობს კედლებიდან და ფსკერიდან ნალექისა და ლორწოს მოშორებაში. გაწმენდას აწარმოებენ ჯაგრისით მარილმჟავით ან ტექნიკური სოდით და ჩარეცხავენ წყლით შლანგებით.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები აუზზე არსებული სათავსების მიმართ:

o აუზის და მისი დამატებითი სათავსების დალაგება-დასუფთავება უნდა განხორციელდეს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ, დროის იმ შუალედში, როცა ვიზიტორი არ იმყოფება ტერიტორიაზე;

o დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;

o დაუშვებელია მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, რათა თავიდან ავიცილოთ მტვრისა და მიკროორგანიზმების მოხვედრა ჰაერში და სუფთა ზედაპირებზე;

o განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;

o დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;

o საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად;

o მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი - მაღალი კონცენტრაციის საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;

o დასამუშავებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარი;

o არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;

o ტექნიკოსის/ინჟინრის ყოფნის აუცილებლობის შემთხვევაში აღჭურვეთ ის სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სახის დამცავი ფარი/სათვალე, ნიღაბი, ხელთათმანი.

დამლაგებლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

o ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;

o სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;

o სპეციალური/სქელი ხელთათმანი (მრავალჯერადი);

o თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);

კორონავირუსზე სავარაუდო სიმპტომების მქონე და დაინფიცირებულ ვიზიტორთა მონიტორინგი:

o თუ ღია/დახურული ტიპის აუზის შესასვლელში/ტერიტორიაზე დაფიქსირდა პირი, რომელსაც აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომი, ამისათვის სათანადოდ გამოყოფილი პერონალი ვალდებულია განახორციელოს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურები, მათ შორის დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს;

o ასეთ შემთვევაში პერსონალი უნდა მოერიდოს აღნიშნულ ვიზიტორთან მჭიდრო კონტაქტს და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოიყოს დროებითი იზოლირებული ოთახი, სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შესამცირებლად;

o იმ შემთხვევაში, თუ პერსონალს მოუწევს აღნიშნულ სავარაუდო სიმპტომის მქონე პირთან კონტაქტი, მნიშვნელოვანია დაცული იქნეს სათანადო დისტანცია და გამოიყენოს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა;

o იმ სიტუაციებისთვის როდესაც სავარაუდო სიმპტომის მქონე ვიზიტორმა დატოვა ტერიტორია/ოთახი, მოქმედებს განსაკუთრებული დასუფთავების და დეზინფექციის გეგმა, რომელიც გულისხმობს დალაგებამდე ტერიტორიის სრულ დეზინფექციას და საფუძვლიან განიავებას. მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ განხორციელდეს ტერიტორიის დასუფთავება/დალაგება.

მოთხოვნები დამსაქმებულთა მიმართ:

o დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

• ნიღაბი;

• ხელთათმანი;

• საჭიროების შემთხვევაში, დამცავი სათვალე და/ან სახის დამცავი ფარი;

• სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში - სპეცტანსაცმელი.

o თანამშრომელთა ხელმისაწვდომ, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ სრულყოფილი ინფორმაცია ჰიგიენისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, მათ შორის - ხელის ჰიგიენის, ნიღბის, ბახილების და ხელთათმანის გამოყენების, აგრეთვე, მათი მორგების, ტარების მოხსნისა და მოცილების (ნარჩენების კონტეინერში განთავსება) შესახებ;

o უზრუნველყავით ნარჩენების მართვა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაუშვათ კონტეინერების გადავსება და უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მათი დაცლისას. მოახდინეთ ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;

o დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია დასუფთავების ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხო ღონისძიებების, აგრეთვე სარეცხი/სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების შესახებ;

o განახორციელეთ მონიტორინგი პერსონალის მიერ დალაგებისა და დეზინფექციის პროცედურის ჯერადობასა და ხარისხზე;

o დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:

o ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში არ გამოცხადდეთ ნიღბის გარეშე;

o დაიცავით ჰიგიენის წესები.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

o გამოიყენეთ არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

-----------------------

[pic]

[pic]

-----------------------

1