„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №431
სარეგისტრაციო კოდი 140120000.10.003.022146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 526 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 04.08.2020 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.03.2015 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 07.08.2017 „დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 85% 04.06.2020 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 85% 13.05.2021

დოკუმენტის ტექსტი

„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №431 2020 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ მუხლი 1🔗 „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29​1 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 16​1 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ მუხლი 1🔗. ეს წესი არეგულირებს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ რეკომენდაციის გაცემის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, ასევე განსაზღვრავს რეკომენდაციის გაცემისა და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელ კრიტერიუმებს. მუხლი 2🔗 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული  კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს  „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. 3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული  კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ნებართვის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას. 4. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე კომისიას წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. 5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებითა და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. 6. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. 7. ლიცენზიის ან/და ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუხლი 3🔗. კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის, აგრეთვე გადაწყვეტილების   მიღების პროცედურები (მათ შორის: რეკომენდაციის გაცემისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები), ასევე რეკომენდაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 4🔗. რეკომენდაციის გაცემისას, აგრეთვე რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის, მისი შეჩერების ანდა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ვრცელდება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები. მუხლი 5🔗. უწყებათაშორისი კოორდინაცია ხორციელდება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლით დადგენილი წესით.