სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2015 წლის 27 მარტი ქ. წყალტუბო |
|
შექმნილი კომისიის დებულება
2. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. პირველადი სამხედრო აღრიცხვა – იმ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, რომელთაც სამხედრო აღრიცხვის პერიოდისთვის შეუსრულდათ ან უსრულდებათ 17 წელი, ასევე იმ უფროსი ასაკის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იქნენ აყვანილი სამხედრო აღრიცხვაზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
3. სამხედრო ვალდებული პირი – სამხედრო სააღრიცხვო ასაკს მიღწეული მოქალაქე სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ზღვრულ ასაკამდე;
4. წვევამდელი – პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი მოქალაქე 27 წლის ასაკამდე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც მოიხადეს ან მოხდილად ჩაეთვალათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;
5. გამწვევი კომისია – „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის - მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე - გამგეობის შესაბამისი თანამდებობის პირი, რომელიც განისაზღვრება გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
2. გამწვევ კომისიაში წვევამდელთა გამოცხადება წარმოებს ორგანიზებულად. შესაბამისი სამსახური ვალდებულია აკონტროლოს წვევამდელთა გამწვევ კომისიაში გამოცხადების პროცესი და წვევამდელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
3. წვევამდელთა შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით სამსახური ამოწმებს სათანადო მონაცემებს, რის შემდეგაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერები სამხედრო-სააღრიცხვო ბარათსა და სამხედრო ნამსახურების ბარათში.
4. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში გაკეთებული ნებისმიერი შესწორება დასტურდება სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერით და ბეჭდით.
5. გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება:
ა) წვევამდელის ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ;
ბ) წვევამდელის ახლო ნათესავის (მშობელი, მეუღლე, შვილი, და-ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;
გ) სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებები, რაც დადასტურებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით.
6. გამწვევი კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია წვევამდელის მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ;
ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ;
დ) სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;
ე) სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ.
7. გამწვევი კომისია უფლებამოსილია ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით მოქალაქის შესაბამისი განცხადების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა.
8. წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე - შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში. შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და გამწვევი კომისიის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომ - სამუშაო ჯგუფი). მუდმივმოქმედი სამხედრო- სამედიცინო საექსპორტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის ) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის ვარგისიანობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს (განსაზღვრავენ) სამუშაო ჯგუფის წევრი (წევრები) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
9. სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ის პირი, რომლის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ.
10. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნას, რომელმაც წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა.
11. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო სამსახურისათვის შეზღუდულად ვარგისად ცნობის, დროებით უვარგისად ცნობის ან სამხედრო სამსახურისათვის, უვარგისად ცნობის თაობაზე, გამწვევი კომისია ვალდებულია მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან გამწვევი კომისიის მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, დაუშვებელია წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.
12. მოქალაქის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.
13. გამწვევი კომისიის თავმჯდომარე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს უცხადებს გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებას. ამ მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს.
14. პირს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება სასამართლოს ძალაში შესვლამდე.