საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.07.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№97
2020 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ემბლემის თანდართული ნიმუშები.
მუხლი 2🔗
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წითელ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით (პლანშეტი №1), ასევე, ლურჯ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით.
2. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ რიცხვით − „112“ ან რიცხვით − „112“ და დასახელებით: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი“ (პლანშეტი №2).
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემის ფერების კოდებია:
ა) წითელი ფერი − №FF000D;
ბ) თეთრი ფერი − №FFFFFF;
გ) ლურჯი ფერი − №045F6C.
4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემაზე გამოიყენება შემდეგი სახის შრიფტები:
ა) ASGRAMMATIKAGEOMTAVRULI1;
ბ) HELVETICA NEUE LTGEO REGULAR;
გ) LGV BEBAS NEUE REGULAR.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური