თავი III — ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებები
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №487 – ვებგვერდი, 16.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების იმპლემენტაციას.
Law of Georgia „ON THE RIGHTS OF PERSONS WITH DISABILITIES“, მუხლი 30, №6823-რს, 14.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 280080020.05.001.020008 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4923984/muxli-30/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია