საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №438
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.2020 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 30 000 ტრანზაქციამდე |
| 2 | 30 000-დან 100 000 ტრანზაქციამდე |
| 3 | 100 000-დან 500 000 ტრანზაქციამდე |
| 4 | 500 000-დან 1 000 000 ტრანზაქციამდე |
| 5 | 1 000 000 ტრანზაქციაზე მეტი |
| 6 | ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის აუდიტი |
| 7 | საწყისი პროგრამული კოდის ანალიზი |
| 8 | ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დანერგვა |
| 9 | ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დოკუმენტაციის სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა |
| 10 | ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დოკუმენტაციის მომზადება |
| 11 | ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის მენეჯერის აუთსორსინგი (ფუნქციის შესრულება) |
| 12 | ბიზნესანალიზის დოკუმენტის შექმნა |
| 13 | კომპიუტერული ინციდენტების მართვა/რეაგირება |
| 14 | კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მომსახურება |
| 15 | ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერ მართვის სისტემებთან დაკავშირებული ტრენინგის ჩატარება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №438
2020 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურის გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა დაგადახდილი საფასურის დაბრუნების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთებს, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების პირობებს (შემდგომში − წესი).
2. წესის მიზანია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის საფასურის დაწესების სამართლებრივი მოწესრიგება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სააგენტოს მიერ საქართველოსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი ციფრული მმართველობის დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად უზრუნველყოფა.
3. ამ წესით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მომსახურება − ციფრული მმართველობის შეუფერხებელი, ხარისხიანი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით, სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა;
ბ) საფასური − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემა − ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა, საქმიანობის უწყვეტობის მართვის სისტემა, ხარისხის მართვის სისტემა და მომსახურების მართვის სისტემა.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურებებს, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და დარგის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში.
მუხლი 3🔗. მომსახურების საფასურების განაკვეთები
1. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებებისთვის ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ავტორიზაციას, რომლისთვისაც დადგენილია შემდეგი საფასურის განაკვეთები:
№
მომსახურების სახეობა
საზომი ერთეული
საფასური ლარებში, დღგ-ის ჩათვლით
1
2
3
4
1
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა ავტორიზაცია
ერთეული განაცხადი
500 ლარი
2
შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტირების განმახორციელებელ პირთა ავტორიზაცია
ერთეული განაცხადი
500 ლარი
3
კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელთა ავტორიზაცია
ერთეული განაცხადი
10 000 ლარი.
2. ამ პუნქტით დადგენილია სააგენტოს მომსახურების საფასურის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც შეიძლება, შემცირდეს სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გასაწევი მომსახურების მოცულობისა და მომსახურებისთვის საჭირო ვადების გათვალისწინებით:
№
მომსახურების სახეობა
საზომი ერთეული
საფასური ლარებში, დღგ-ის ჩათვლით
1
2
3
4
1
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს) მენეჯერების სერტიფიკაცია
ერთეული განაცხადი
100 ლარი
2
ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის (იუმს) აუდიტი
ადამიანი/სთ
200 ლარი
3
ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის აუდიტორის აუთსორსინგი (ფუნქციის შესრულება)
4
ვებაპლიკაციის შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტირება
5
შიდა და გარე ქსელური ინფრასტრუქტურის შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტირება
6
ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის აუდიტი
7
საწყისი პროგრამული კოდის ანალიზი
ადამიანი/სთ
300 ლარი
8
ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დანერგვა
ადამიანი/სთ
150 ლარი
9
ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დოკუმენტაციის სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა
10
ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დოკუმენტაციის მომზადება
11
ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის მენეჯერის აუთსორსინგი (ფუნქციის შესრულება)
12
ბიზნესანალიზის დოკუმენტის შექმნა
13
კომპიუტერული ინციდენტების მართვა/რეაგირება
ადამიანი/სთ
200 ლარი
14
კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მომსახურება
15
ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერ მართვის სისტემებთან დაკავშირებული ტრენინგის ჩატარება
ადამიანი/სთ
150 ლარი
16
ფიშინგშეტევის სიმულაცია
17
კიბერჰიგიენის ტრენინგის ჩატარება
18
კიბერინციდენტებზე რეაგირების საბაზისო ტრენინგის ჩატარება
19
კიბერსავარჯიშოების ჩატარება
20
კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სატრენინგო მომსახურება
21
ციფრული მმართველობის პროექტებთან დაკავშირებული სატრენინგო მომსახურება
22
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) სერვისების ინტეგრაცია
ადამიანი/სთ
100 ლარი
23
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო პლატფორმით მომსახურება
24
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება
25
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით მომსახურება
26
პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა
27
ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით, გარანტირებული შეტყობინების მომსახურება
შეტყობინება
0.1 ლარი
28
ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურება
1 მბ/წმ (გლობალური ინტერნეტი) თვეში
30 ლარი
29
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება და ადგილზე მომხმარებლის მხარდაჭერა
ერთეული მომხმარებელი თვეში
50 ლარი
30
გამოთვლითი ვირტუალური რესურსების მიწოდება
(Vcpu, RAM, HDD)
Vcpu (თვეში)
30 ლარი
RAM (თვეში)
15 ლარი
HDD (თვეში)
0,25 ლარი
31
სერვერული აპარატურის სასერვეროში განთავსების მომსახურება
1 U (თვეში)
1000 ლარი.
მუხლი 4🔗. მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემით (ინფრასტრუქტურა) სარგებლობის საფასური
1. მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემაში (ინფრასტრუქტურა) ორგანიზაციის ჩართვის მომენტიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემით სარგებლობისათვის, ტრანზაქციების ჯამური ოდენობის მიხედვით, დაწესებულია შემდეგი საფასურები:
№
ტრანზაქციების რაოდენობა
1 (ერთი) ტრანზაქციის საფასური თეთრებში,
დღგ-ის ჩათვლით
1
30 000 ტრანზაქციამდე
2
2
30 000-დან 100 000 ტრანზაქციამდე
1.5
3
100 000-დან 500 000 ტრანზაქციამდე
1
4
500 000-დან 1 000 000 ტრანზაქციამდე
0,7
5
1 000 000 ტრანზაქციაზე მეტი
0,5.
2. მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის გამოყენებით გატარებული ელექტრონული დოკუმენტის საფასურია 5 თეთრი.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის, ტრანზაქცია წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის მიზნით ერთეულ საკომუნიკაციო აქტივობას.
მუხლი 5🔗. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი
1. საფასურის გადახდა ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებებისათვის ხორციელდება შესაბამისი მომსახურების გაწევამდე.
2. საფასურის გადახდა ამ დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებებისათვის ხორციელდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდგომ, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.
3. საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით და ირიცხება სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს ორგანიზაციას შესაბამისი მომსახურების გაწევა.
მუხლი 6🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება:
ა) თუ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების მიღების თაობაზე მომსახურების გაწევის დაწყებამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლით დადგენილი წესით, საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში.
მუხლი 7🔗. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ყველა ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის მეშვეობით.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების დამატებითი შემთხვევები.