შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №455 |
|
2020 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი |
|
1. „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის სახეობებს, მათ ოდენობებს, გადახდის პერიოდულობასა და წესს.
2. ნებართვის მფლობელი/მაძიებელი ვალდებულია, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, გადაიხადოს დადგენილი ერთჯერადი საფასური შერჩეული პირის მიერ მომსახურების გაწევამდე, ხოლო ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასური − ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული პერიოდულობით.
ამ დადგენილების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, განახორციელოს საქმიანობა სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების, ტოტალიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;
ბ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების, ტოტალიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;
გ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) მიერ, სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით, შერჩეული პირი;
დ) GGR − ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა (IN-OUT);
შენიშვნა: აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის შემთხვევაში, GGR მოიცავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელისთვის მის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობას (IN-OUT);
ე) მონიტორინგის მოწყობილობა − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობა.
შერჩეული პირის მიერ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხორციელდება შემდეგი მომსახურება:
ა) POS ტერმინალის მოწყობა − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშისა) თითოეული ბილეთის ასახვას კონტროლის ელექტრონულ სისტემაში;
ბ) სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა − ტექნიკური აუდიტი, რომლითაც განხორციელდება შერჩეული პირის მიერ სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის შეფასება და მის საფუძველზე ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა. აღნიშნული პროცესი ხორციელდება ცალ-ცალკე, საქმიანობის შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ბ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები;
ბ.ბ) სათამაშო აპარატების სალონ(ებ)ი, ტოტალიზატორები, გარდა ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ.გ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მაძიებელთან/ორგანიზატორთან, ასევე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებელთან/მფლობელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსება − ტექნიკური მოწყობილობების/დანადგარების/სხვა საშუალებების განთავსება, რომლის მიზანია კონტროლის ელექტრონულ სისტემაში სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ინტეგრირება;
დ) საოპერაციო საფასური − კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის, შერჩეული პირის მიერ გაწეული მიმდინარე მომსახურების საფასური;
ე) სათამაშო აპარატის მონიტორინგის მოწყობილობის განთავსება − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის განთავსება;
ვ) GSM ბარათის აქტივაცია − მობილური სიგნალის გადასაცემად საჭირო საკომუნიკაციო მოწყობილობის აქტივაცია.
1. ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის საფასური − არაუმეტეს 35 000 ლარისა, საქმიანობის თითოეული მიმართულების მიხედვით.
2. სისტემურ-ელექტრონული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობისა და თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთან/მაძიებელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსების საფასური − არაუმეტეს 100 000 ლარისა თითოეულ ნებართვის მფლობელზე/მაძიებელზე.
3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის/მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სათამაშო აპარატებზე მონიტორინგის მოწყობილობის განთავსება (მათ შორის, ინსტალაცია) − არაუმეტეს 500 ლარისა ერთ სათამაშო აპარატზე.
4. GSM ბარათის აქტივაცია − არაუმეტეს 10 ლარისა ერთ სათამაშო აპარატზე.
5. POS ტერმინალის მოწყობა − არაუმეტეს 2500 ლარისა.
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საოპერაციო საფასურებია:
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელებისთვის − არაუმეტეს GGR-ის 0.5%-ისა ყოველთვიურად;
ბ) თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელებისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე − არაუმეტეს GGR-ის 5%-ისა ყოველთვიურად;
გ) სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელებისთვის − არაუმეტეს 3.5 ლარისა დღეში ერთ სათამაშო აპარატზე.
1. ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული საფასურების გადახდა ხორციელდება შერჩეული პირის მიერ მომსახურების გაწევამდე.
2. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული საფასურების ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრება შერჩეულ პირსა და ნებართვის მფლობელს/მაძიებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.