📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.07.2020
ძალაში შესვლა 01.09.2020
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016439
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,297 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2020 მიღება
01.09.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.06.2022 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.01.2022 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.08.2020 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.09.2023

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2020 წლის 22 ივლისი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური  და ჯანდაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი . ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და  ჯანდაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულია მისი სტატუსი, ფუნქციები, სისტემა და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხები. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის წინაშე. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მოძიების ხელშეწყობას; ბ) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში გასანხორციელებელი ღონისძიების კოორდინაციას; დ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას; ე) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას; ვ) შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას,  სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგს; თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ  შშმ პირთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღებას, შშმ პირებისათვის დახმარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ი) ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას და მათი სოციალური უფლებების დაცვას; კ) მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული წესების, სტანდარტების დანერგვის, სახელმწიფო პროგრამების განხორციელების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებებისადმი ხელშეწყობას; ლ) მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და მათი რეალიზაციისათვის ზომების მიღებას; მ) ჰუმანიტარული დახმარებების ობიექტურად განაწილების უზრუნველყოფას; ნ) შრომის ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, დასაქმების სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებისადმი ხელშეწყობას; ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებში დადგენილი წესით შრომის დაცვის, უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების სტანდარტებისა და წესების დაცვისადმი მეთვალყურეობას, სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაციას, უმუშევართა დასაქმებისადმი ხელშეწყობას; პ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვას და მათი განხორციელების კონტროლს, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის შემადგენლობა და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) სოციალურ საკითხთა  განყოფილება; გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება; დ) სამსახურის თანამშრომლები - საჯარო მოსამსახურეები. 2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი,  რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი: ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე; ბ)უზრუნველყოფს სამსახურის პრეროგატივით განსაზღვრული საკითხების მოწესრიგებას, უშუალო ხელმძღვანელობას უწევს თანამშრომლებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების საქმეში; გ)განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ)მუნიციპალიტეტის   მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; ვ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ)  ანგარიშვალდებულია მერისა და საკრებულოს წინაშე. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მერის ბრძანებით, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მუხლი 5🔗. სოციალურ  საკითხთა განყოფილება 1. სოციალურ საკითხთა  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზებას, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას; ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; გ)უსახლკარო პირების თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და უსახლკაროთა რეგისტრაციის წარმოებას; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში; ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას; ვ) სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგს; ზ) ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღებას; თ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და დაზარალებულ ოჯახთა მდგომარეობის შესწავლას და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის  ზომების მიღებას; ი) შშმ პირთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღებას; კ) შშმ პირების დახმარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ლ) მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავებას; მ) ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების და მომსახურების გაუმჯობესებას; ნ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზს; ო) სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებების ღონისძიებების განხორციელებას. 2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.  3. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის; დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების  ერთ-ერთ მოხელეს. მუხლი 6🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული,  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას; დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას; ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ზ) საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას; თ) ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას; ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და წარმოებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას; ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას; გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელებას, დ) მერიის ვებგვერდზე  ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას. 3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით, სამუშაოთა აღწერილობითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება  აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი   კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საინფორმაციო და სხვა   მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშულებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი   არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით,  ამ  დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით  განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების  რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის    მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილების და დამატების  შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონით  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესის  შესაბამისად.