📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურების/განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №467
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.022185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2020
matsne.gov.ge 753 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 08.04.2021 ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 29.03.2018 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 17.12.2018 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 01.08.2022 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 28.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურების/განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №467 2020 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურების/განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურების/განკარგვის წესი“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №450 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურების/განკარგვის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის (შემდგომში – თავდაცვის ძალები) განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) განადგურებისა და განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს უვარგისად ან/და ტრანსპორტირებისათვის უვარგისად ცნობილი, აგრეთვე ტრანსპორტირებისთვის ეკონომიურად მიზანშეუწონლობის გამო ქონების განადგურებისა და საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 2🔗. განადგურებას დაქვემდებარებული ქონება 1. განადგურებას შეიძლება დაექვემდებაროს:   ა) ქონება, რომელიც ცნობილ იქნა შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისად; ბ) ქონება, რომელიც ცნობილ იქნა ტრანსპორტირებისათვის უვარგისად; გ) ქონება, რომლის განადგურება გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებით; დ) ქონება, რომლის ტრანსპორტირება ეკონომიურად მიზანშეუწონელია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონება ექვემდებარება განადგურებას, თუ ეს ქონება თავდაცვის ძალების მიერ გამოყენებისათვის უვარგისია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ქონება ექვემდებარება განადგურებას, თუ ამ ქონების ტრანსპორტირებამ შეიძლება, გამოიწვიოს მომეტებული საფრთხე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონება ექვემდებარება განადგურებას: ა) თავდაცვის ძალების სასწრაფო ევაკუაციის გამო, თუ ამ ქონების ტრანსპორტირება შეუძლებელია; ბ) ამ ქონების  მოწინააღმდეგის ხელში ჩაგდების თავიდან აცილების მიზნით, თუ ამ ქონების ტრანსპორტირება შეუძლებელია. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონება ექვემდებარება განადგურებას, თუ ამ ქონების საქართველოში ან/და თავდაცვის ძალების სხვა დისლოკაციის ადგილზე ტრანსპორტირებისთვის გასაწევი ფინანსური ხარჯები აღემატება ამ ქონების ფაქტობრივ ღირებულებას. მუხლი 3🔗. განადგურების წესი 1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ქონება შეიძლება, გაანადგუროს: ა) თავდაცვის ძალებმა ანდა სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“; ბ) უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან/და სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა ან მისგან უფლებამოსილმა სხვა პირმა. 2. ქონების განადგურება ხდება მის ადგილსამყოფელზე ან/და ქონების განადგურების ადგილი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქონების განადგურების შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) მის მიერ უფლებამოსილი პირის  წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) გასანადგურებელი ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას გასანადგურებელი ქონების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ; გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით გასაზღვრული გარემოებების დამადასტურებელ დასკვნას (შესაბამის მტიცებულებებთან ერთად); დ) ინფორმაციას განადგურების ადგილის, ვადისა და განადურებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ. 4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული ქონების განადგურების შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას იღებს საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციაში მყოფი თავდაცვის ძალების შესაბამისი კონტინგენტის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი) მინისტრთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ ქონების განადგურების შემდეგ უნდა შედგეს ქონების განადგურების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) განადგურებული ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას განადგურებული ქონების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ; გ) ინფორმაციას განადგურების ადგილის, ვადისა და განადგურებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ; დ) განადგურებაში მონაწილე არანაკლებ სამი პირის ხელმოწერას. 7. ქონების განადგურების აქტი მისი შედგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში წარედგინება მინისტრს. მუხლი 4🔗. განადგურებას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის წესი 1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ქონება, მისი განადგურების მიზნით, უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილობით გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. 3. ქონების გადაცემისას მხარეებს შორის უნდა შედგეს ქონების გადაცემის აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და უფლებამოსილი პირების ხელმოწერას. 4. ქონების გადაცემის აქტი მისი შედგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში   წარედგინება მინისტრს. მუხლი 5🔗. სტანდარტული ოპერაციები თავდაცვის ძალების ან/და სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ ქონების განადგურების, აგრეთვე ქონების გასანადგურებლად ქონების სხვა პირისათვის გადაცემის სახელმძღვანელო სტანდარტულ ოპერაციებს (სოპ) ამტკიცებს მინისტრი.