📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2020
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016374
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,261 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.01.2018 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.07.2020 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 08.12.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.05.2022 მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2020 წლის 24 ივლისი ქ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  10 ნოემბრის №45 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა დანართი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებანი 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის   სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდგომ–მუნიციპალიტეტი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 2.  სამსახურის  საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია   საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი  ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის  ფუნქციები  სამსახური უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 2. მუნიციპალიტეტის განვითარების პროექტების პრიორიტეტების შერჩევის თაობაზე წინადადებების შემუშავებას; 3. მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და  შესაბამისი წინადადებების მომზადებას გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად; 4. ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა - პატრონობას; 6. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას;  წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; 7. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარების, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ  ნებართვების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; 8. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 9. წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვასა და მათი შესრულების კოორდინაციას; 10. წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისა და დგომა/გაჩერების რეგულირების საკითხებზე; 11. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; 12. ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას; 13. სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; 14. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების დაგეგმვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას; 15. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას; 16. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას; 17. შემოსულ საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას; 18. მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადებას; ნებართვების გაცემის თაობაზე  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების შემუშავებას; 19. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; 20. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა  და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; 21. გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე კონტროლს; 22 .მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას; 23. კანონმდებლობით დადგენილი წესების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისი დადგენილების გამოცემას; 24. მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე დასკვნების  შემუშავებას; 25. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს  მერი. 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ტრანსპორტის რეგულირებისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება; ბ) სივრცის დაგეგმარებისა  და არქიტექტურის განყოფილება; გ) ზედამხედველობის განყოფილება.  5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელისგან (მოხელეებისგან). განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით. 6. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის; დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. 8. ტრანსპორტის რეგულირებისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარების, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ  ნებართვების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე; შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; გ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვასა და მათი შესრულების კოორდინაციას; ე) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ავტოტრანსპორტის პარკირებისა და დგომა/გაჩერების რეგულირების საკითხებზე; ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 9. სივრცის დაგეგმარებისა  და არქიტექტურის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების დაგეგმვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას; გ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას; დ) შემოსულ საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას; ე)  მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ნებართვების გაცემის თაობაზე ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების შემუშავებას; ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ზ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 10. ზედამხედეველობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების  პარკირებაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე  კონტროლს; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელებას;  გ) კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, წინადადებების შემუშავებას დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებაზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას; დ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე წინადადებების მომზადებას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.