ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 24.07.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №186
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016564
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ლეო და ნოდარ გაბუნიების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავეტიკ ისააკიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ავეტიკ ისააკიანის II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ემირ ბურჯანაძის V შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №186
2020 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო ჩიხს მიენიჭოს იოსებ კეჭაყმაძის II და III ჩიხის სახელი , თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე