ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთისთვის მხატვრის, იოსებ (სოსო) გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 24.07.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №191
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016569
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთისთვის დოდო ჭიჭინაძის II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის მონაკვეთისთვის კომპოზიტორის შალვა დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩისთვის კომპოზიტორის, ლოტბარის გომარ სიხარულიძის სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთისთვის მხატვრის, იოსებ (სოსო) გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №191
2020 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთისთვის მხატვრის, იოსებ
(სოსო) გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მხატვრის, იოსებ (სოსო) გაბაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე