„ უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 14-13 ივლისის ერთობლივ N1-1/245-N3/ნ-N01-83/ნ-N01-131-N2-615 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/281
სარეგისტრაციო კოდი
010120000.22.024.016656
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ერთობლივი  ბრძანება №1-1/281  – №4/ნ – №01-88/ნ – №01-146 – №2-678

 

2020 წლის 30 ივლისი, 2020 წლის 4 აგვისტო, 2020 წლის 4 აგვისტო, 

2020 წლის 3 აგვისტო, 2020 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 14-13 ივლისის ერთობლივ №1-1/245 – №3/ნ – №01-83/ნ – №01-131 – №2-615 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  (www.matsne.gov.ge, №1-1/245, 14/07/2020,  სარეგისტრაციო კოდი: 010120000.22.024.016652) 2020 წლის 14-13 ივლისის ერთობლივი №1-1/245 – №3/ნ – №01-83/ნ – №01-131 – №2-615 ბრძანებით დამტკიცებულ „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის“
მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
„1. ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად შევსებული განაცხადი, ავტომატურად ფიქსირდება ელექტრონულ პროგრამაში, რომელზეც წვდომა აქვთ ბიზნეს/შრომითი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განაცხადის შემვსები პირის მიერ შერჩეული შემდეგი სახელმწიფო უწყებებიდან ერთ-ერთს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. (შემდგომში – თანხმობის გამცემი უწყება).“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. განცხადების განხილვა ხორციელდება თანხმობის გამცემი უწყების მიერ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი