,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-377/ო

2020 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19)  გავრცელების  თავიდან  აცილების  მიზნით  რეკომენდაციების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის (დანართი №13);‘‘.

2. ბრძანებით დამტკიცებული №13 დანართი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  ,,ჰ1 -ჰ2“ ქვეპუნქტები:

„ჰ1) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) (დანართი №34);

2) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტირ-პარკებისთვის და იმ ბენზინგასამართი სადგურების მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლების გაჩერება (დანართი №35).‘‘.

4. ბრძანებას დაემატოს 34 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და №35 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტირ-პარკებისთვის და იმ ბენზინგასამართი სადგურების მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლების გაჩერება) დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   თამარ გაბუნია.


📎 დანართები (3)
13 danarti.doc DOC

დანართი №13

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის

პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი

გამონაკლისების დაშვება უნდა მოხდეს სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არა კონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას, ესენია:

|კონტაქტური |არაკონტაქტური |

|(დისტანცია 2 მეტრზე ნაკლები) |(დისტანცია 2 მეტრზე მეტი) |

|1 |ძიუდო |1 |კანოე |

|2 |ჭიდაობა |2 |მშვილდოსნობა |

|3 |სამბო |3 |საავტომობილო |

|4 |კრივი |4 |ძალოსნობა |

|5 |კარატე |5 |ტანვარჯიში |

|6 |კონტაქტური კარატე |6 |ჩოგბურთი |

|7 |მკლავჭიდი |7 |ჭადრაკი |

|8 |ფეხბურთი |8 |ფარიკაობა |

|9 |რაგბი |9 |მეკლდეურობა |

|10 |კალათბურთი |10 |ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური) |

|11 |ნიჩბოსნობა |11 |სროლა |

|12 |ტაეკვონდო |12 |საცხენოსნო |

|13 |ფიგურული ციგურაობა (წყვილებში) |13 |მაგიდის ჩოგბურთი |

|14 |საწყლოსნო სპორტი |14 |ველოსპორტი |

|15 |ხელბურთი |15 |მოტოსპორტი |

|16 |ფრენბურთი |16 |ათლეტიზმი |

|17 |უშუ |17 |სათხილამურო |

|18 |სუმო |18 |მძლეოსნობა |

|19 |კიკბოქსინგი | | |

ძირითადი რეკომენდაციები:

o წარმოდგენილი სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყავით საწვრთნელი პროცესის განსაზღვრა ამ დანართით განსაზღვრული რეკომენდაციების გათვალისწინებით;

o შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ);

o შეკრებაზე/ შეჯიბრზე უნდა მოხდეს მხოლოდ COVID-19-ზე პჯრ-ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირების დაშვება;

o შეკრების ან შეჯიბრის დასრულებამდე უნდა გამოირიცხოს სპორტსმენების კონტაქტი გარეშე პირებთან;

o კომპეტენტური პირების მიერ უნდა მოხდეს სპორტული ბაზების შერჩევა ქვეყანაში არსებული პრაქტიკისა და დადგენილი ნორმების გათვალისწინებით;

o სამინისტროსა და შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ უნდა განისაზღვროს შეკრებასა თუ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენთა და მთელი პერსონალის შესაძლებელი მინიმალური რაოდენობები;

o უნდა აიკრძალოს შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (სასტუმრო, სპორტული ბაზის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, მოედანი, დარბაზი, წინასწარ განსაზღვრული სხვა სავარჯიშო სივრცე, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;

o სპორტული კლუბებისა და ნაკრები გუნდების კვებისა და დასუფთავების სამუშაოების გატარების დროს დაცული უნდა იყოს ყველა ის ნორმა, რომელიც დადგენილია შესაბამისი უწყებების მიერ;

o შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში დადგენილ ლოკაციებზე უნდა დაწესდეს სპეციალური კონტროლის ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა;

o ბაზებზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნორმების დაცვის გარე და შიდა მონიტორინგი (შიდა მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ დადგენილმა პასუხისმგებელმა პირმა;

o გარე მონიტორინგი უნდა განახორციელოს სამინისტროსა და სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ დადგენილმა პასუხისმგებელმა პირმა;

o სპორტულ გუნდებთან და სპორტულ ბაზებზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს ცოდნა ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებზე.

შენიშვნა: არაკონტაქტური სახეობებისთვის შეჯიბრის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხერხდება არაკონტაქტური სახეობებისთვის დადგენილი სავარჯიშო პირობების დაცვა.

o სპორტსმენებსა და პერსონალს ყოველდღიურად, შეჯიბრის ან ვარჯიშის დაწყების წინ უნდა უტარდებოდეს თერმოსკრინინგი. ცხელების დაფიქსირების შემთხვევა უნდა აღირიცხოს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს - 112;

o თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. დამატებით შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

o საერთო მოხმარების სივრცეებში უნდა დაიცვათ დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

o გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა და სხვა ნარჩენებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში უნდა განათავსოთ დახურული კონტეინერები, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და შემდგომი მართვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. აღნიშნული ნარჩენების დროული გატანა უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურის მიერ;

o უნდა უზრუნველყოთ არსებული დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ არის უნდა გამოიყენოთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის მიწოდებით, ცირკულაციითა და გარეთ გადინებით; უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

o ყოველი ვარჯიშის ბოლოს უნდა უზრუნველყოთ სავარჯიშო სივრცის სველი წესით დალაგება და დეზინფექცია;

o ყოველი დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ უნდა ჩატარდეს დახურული სივრცეების განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარებების პირობებში, „ორპირი ქარის“ პრინციპით;

o თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას უნდა განათავსოთ ხელის ჰიგიენის საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

არაკონტაქტური და კონტაქტური სპორტის სახეობები:

o სავარჯიშო პროცესი ღია სივრცეში უნდა განხორციელდეს ჩართულ პირთა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით;

o სავარჯიშო პროცესი დახურულ სივრცეში უნდა განხორციელდეს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ერთდროულად არაუმეტეს 5 პირისა;

o ვარჯიშზე სპორტსმენები და სხვა ჩართული პირები უნდა გამოცხადდნენ სავარჯიშო ფორმით;

o უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით);

o დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი კიდეებით/ბარიერებით, ხოლო გასახდელებში არ არის თითოეული სპორტსმენისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები და ინდივიდუალურ სივრცეებს შორის არ არის უზრუნველყოფილი მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია;

o სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.);

o სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარისა და სავარჯიშო სივრცის სრული დეზინფექცია, ხოლო ვარჯიშში ჩართულმა პირებმა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა;

o დახურულ და ღია სივრცეში ვარჯიშის პროცესში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელების სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო დახურულ სივრცეში სპორტსმენის (რომელიც უშუალოდ ჩართულია ვარჯიშში/თამაშში) გარდა სხვა პირებს უნდა ეკეთოთ პირბადე.

დამატებითი მოთხოვნები დახურული სივრცეებისთვის:

o დახურული სივრცის შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, რომელიც დეზინფექტანტით რეგულარულად უნდა განახლდეს;

o პერიოდულად უნდა ჩატარდეს სანიტარული შესვენებები;

o უნდა უზრუნველყოთ სავარჯიშო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით:

✓ გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;

✓ არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

✓ სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;

✓ სანიტარულ კვანძებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა;

o უზრუნველყავით მოაჯირების, კარების სახელურების, და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;

o უზრუნველყავით სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

o დარბაზის/სივრცის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

o ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

სპორტსმენებისა და პერსონალის ვალდებულებები:

o ვარჯიში განახორციელეთ რეკომენდაციების შესაბამისად;

o სავარჯიშო სივრცეში და ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს;

o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

o საერთო სარგებლობის სივრცეებში (გარდა სავარჯიშო სივრცეებისა) ნიღბების ტარება სავალდებულოა;

o ვარჯიშის დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სავარჯიშო/სათამაშო სივრცეები და ის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ ვარჯიშის პროცესის მიმდინარეობისას;

o კარგად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების წყლითა და საპნით დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში/ურნაში;

o თავი შეიკავეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისგან, ვარჯიშის პერიოდში სასურველია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; უზრუნველყავით სავარჯიშო/საშეჯიბრო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

o ყოველი დღის შემდგომ უზრუნველყავით სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

სპორტული ღონისძიებებისთვის დაკავშირებული რეკომენდაციები:

o ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყავით სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრე პირთა გადაადგილების ნაკადურობის დაცვა. ამ მიზნით მკაცრად განსაზღვრეთ და გამიჯნეთ მთელ პერიმეტრზე შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;

o უზრუნველყავით სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირების, როგორც სპორტსმენთა და მომსახურე პერსონალთა, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე პირთა თერმოსკრინინგი, ვიდეოსკანერის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით. ცხელების დაფიქსირების თითოეული შემთხვევა აღრიცხეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს - 112; არ დაუშვათ 370C-ზე მაღალი ტემპერატურის მქონე პირები ღონისძიებაზე (გარდა ქრონიკულად მაღალი ტემპერატურის არსებობის შემთხვევისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა -ფორმა №100-ით);

o თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციის გავრცელების მიზნით, დამატებით შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

o სტადიონზე/არენაზე წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართა განთავსების ადგილები იმგვარად, რომ ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს 2 თავისუფალი ადგილი, ხოლო სპორტულ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს;

o გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა და სხვა ნარჩენებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში განათავსეთ დახურული კონტეინერები, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და შემდგომი მართვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. აღნიშნული ნარჩენების დროული გატანა უზრუნველყავით შესაბამისი სამსახურის მიერ;

o ყოველი ღონისძიების ბოლოს უზრუნველყავით სივრცის სველი წესით დალაგება და დეზინფექცია;

o თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

o შიდა დახურულ საჯარო სივრცეში ყოფნისას გამოიყენეთ პირბადე (გარდა შეჯიბრებაში მონაწილე პირებისა);

o შეჯიბრისთვის განკუთვნილ სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ., ასევე მაყურებელი) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება. ამ მიზნით გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი);

o დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი კიდეებით/ბარიერებით;

o გასახდელებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს თითოეული სპორტსმენისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები, ხოლო ინდივიდუალურ სივრცეებს შორის უსაფრთხო დისტანცია;

o შეჯიბრის პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, სავარჯიშო ძელი და ა.შ.);

o შეჯიბრის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარისა და შეჯიბრისთვის განკუთვნილი სივრცის (შესაძლებლობის შემთხვევა) სრული დეზინფექცია.

დასუფთავება და დეზინფექცია:

o გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);

o დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;

o დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;

o დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;

o მრავალჯერადი გამოყენების დასალაგებელი ინვენტარი (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო) გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით;

o არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;

o საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

სპორტსმენების, პერსონალისა და ღონისძიებაზე დამსწრე პირთა ვალდებულებები:

o შეჯიბრის ღონისძიება ჩაატარეთ რეკომენდაციების შესაბამისად;

o შეჯიბრისთვის განკუთვნილ სივრცეში და ადგილებზე დაიცავით ჰიგიენის წესები;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს;

o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

o საერთო სარგებლობის სივრცეებში ნიღბების ტარება სავალდებულოა;

o შეჯიბრის დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავეთ შეჯიბრისთვის და მაყურებელთათვის განკუთვნილი სივრცეები და ის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ შეჯიბრის მიმდინარეობისას;

o კარგად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების წყლითა და საპნით დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში/ურნაში;

o თავი შეიკავეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისგან, ვარჯიშის პერიოდში სასურველია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; უზრუნველყავით საშეჯიბრო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა.

[pic]

34 danarti.doc DOC

დანართი №34

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)

ზოგადი რეკომენდაციები:

o მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით;

o წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);

o მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს, ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ხოლო მომხმარებლებისთვის, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განათავსეთ განცხადებები ხელმისაწვდომ ადგილას;

o უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი ვიდეოსკანერის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით;

o აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;

o დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

o ბართან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთა პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;

o სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება.

მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

განმარტება:

ტერასა/ვერანდა - გადახურული/ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია მათ შორის კვების ობიექტის შიდა სივრცის გავლით;

ღია რესტორანი - გადახურული/ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელით.

o მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

o სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;

o 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;

o დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მაგიდებს შორის 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

o მაგიდებთან მომსახურებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

o სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

o უზრუნველყავით შენობების გარეთ (ღია სივრცეში) მაგიდების განლაგება იმგვარად, რომ მოხერხდეს სათანადო დისტანციის შენარჩუნება საფეხმავლო ბილიკებზე, საერთო სივრცეებში მოძრავ პირთა მიმართ.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

o გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

o მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

o ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

o ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს;

o სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;

o ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;

o გამონაკლისი სახით შესაძლებელია მხოლოდ 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:

• 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;

• 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2);

o დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

o უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

o სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

o ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები:

o სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:

• ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;

• გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;

• გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;

• გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;

• დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;

• წვრილმანი ინვენტარი - დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით;

• ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰ C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;

• ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისთვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობისათვის;

• დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;

• ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკალები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

• სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

o გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

o ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.

დასუფთავება და დეზინფექცია:

o გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);

o დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;

o დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;

o დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;

o მრავალჯერადი გამოყენების დასალაგებელი ინვენტარი (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო) გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით; არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;

o საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

მოთხოვნები ღონისძიების ადგილისადმი ღია სივრცეებში:

o უზრუნველყავით ღონისძიების ადგილის ორგანიზება იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტაქტების თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ დამცავი ბარიერები;

o თუ ღონისძიება ითვალისწინებს ფეხზე დგომით დასწრების შესაძლებლობას, ღონისძიების პერიმეტრზე მონიშნეთ უსაფრთხო მანძილები;

o უზრუნველყავით ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარ სანიტარიული დასუფთავება/დეზინფექცია შესაბამისი წესით;

o უზრუნველყავით ღონისძიებისთვის განკუთვნილი აპარატურის, მიკროფონების და სხვა საშუალებების წინასწარ და შემდგომ დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით.

ღონისძიების ორგანიზატორის ვალდებულებები:

o განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

o ობიექტის შესასვლელში, დასაქმებულებისა და სტუმრებისთვის, განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

o უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით;

o უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;

o დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეც.ფეხსაცმელი);

o ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;

o მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

o პერიოდულად, რამდენჯერმე (არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები;

o უზრუნველყავით ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დასუფთავება რამდენჯერმე (2-საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

o უზრუნველყავით დასაქმებულთა/ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

o ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

o უზრუნველყავით სპეც.ტანსაცმლის ცენტრალიზებული რეცხვის შესაძლებლობა;

o გაზრდილი სიხშირით განახორციელეთ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან;

o გამოიყენეთ ყველა სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;

o ღონისძიების ორგანიზატორი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;

o სამუშაოს დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

o ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

o მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება);

o ხელთათმანების შეცვლა მოახდინეთ ხშირად. შეცვლისას აუცილებელია ხელების დაბანა. ხელთათმანები არ განიხილოთ როგორც ხელების დაბანის შემცვლელი საშუალება. ხელის ჰიგიენის ჩატარების გარეშე ხელთათმანების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ზედაპირზე არსებული არაპათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლება და კანის საფარველის დაზიანება;

o ხელთათმანები შეცვალეთ დაბინძურებისთანავე, მაგალითად, ხელით კარების გახსნა / დახურვა, ყუთების დაცლა, გადაუმუშავებელი სასურსათო პროდუქტების დამუშავების (რეცხვა, გასუფთავება) შემდეგ და ა.შ.

[pic]

35 danarti.doc DOC

დანართი №35

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტირ-პარკებისთვის და იმ ბენზინგასამართი სადგურების მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლების გაჩერება

მოთხოვნები იმ ბენზინგასამართი სადგურების მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლების გაჩერება:

o ვირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლების საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ მძღოლებთან ურთიერთობა მოხდეს უკონტაქტოდ ისე, რომ მძღოლი არ ჩამოვიდეს სატვირთო მანქანიდან;

o აუცილებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლი უფლებამოსილია ავტომობილიდან გადმოსვლისას აღიჭურვოს პირბადითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;

o ყოველი მძღოლის მომსახურების შემდგომ მოხდეს ბენზინგასამართი სადგურის პერიმეტრზე განთავსებული ბანკომატების, მაღაზიების და სხვა მომსახურების სერვისებისთვის განკუთვნილი სივრცეების, აპარატების დასუფთავება/დეზინფექცია შესაბამისი წესით;

o საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული საშხაპეების გამოყენება აკრძალულია;

o საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას. მომსახურების გაწევისას, პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. მომსახურების დასრულებისთანავე, პერსონალი ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად, მოიხსნას პირბადე და ხელთათმანი, რომელიც უნდა განათავსოს ნარჩენებისთვის განკუთვნილ დახურულ კონტეინერში, ხოლო ხელის დეზინფექცია ჩაიტაროს არანაკლებ 70% სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით.

ტირ-პარკების საქმიანობის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები:

o ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა ყოველ დღე (თითოეული ვიზიტორის შემოსვლისას) გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

o ობიექტზე უზრუნველყავით ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

o უზრუნველყავით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი პირებისთვის განთავსების საშუალებები შემდეგი პრინციპით - ერთი დასასვენებელი სათავსი მხოლოდ ერთი ვიზიტორისთვის;

o აიკრძალოს ტირ-პარკზე მომსახურე პერსონალისა და მძღოლების გარდა, სხვა პირთა დაშვება.

მოთხოვნები ტირ-პარკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა ნაგებობისთვის:

o უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე (ყოველ 2 საათში 15 წუთით) დახურული სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

o საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

o მომსახურე პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით:

o დეზობარიერი - ყველა დახურული სათავსის დამოუკიდებელ შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

o დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში, ბართან, სალაროსთან და ა.შ);

o დასაქმებულთა და ვიზიტორთათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

o უზრუნველყავით დასასვენებელი სივრცის მთელ ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები);

o დასასვენებელი სივრცის საერთო მოხმარების სათავსებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

o აიკრძალოს ტირ-პარკების ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებში არსებულ საძინებლებში სტუმრის განთავსება;

o მომსახურების გაწევამდე, ტირპარკის ადმინისტრაცია ვალდებულია აწარმოოს იმ ვიზიტორების აღრიცხვა, რომლებიც ასეთი დაწესებულებიდან ღებულობენ სერვისს. რეკომენდირებულია ტირპარკში დასაქმებული პერსონალისთვის დადგენილი იყოს ცვლაში მუშაობის რეჟიმი. იმ შემთხვევაში, თუ ცვლებს შორის არსებული დრო შეადგენს არანაკლებ 72 სთ, განხორციელდეს ტირპარკში დასაქმებული პერსონალის ტესტირება სწრაფი ტესტის მეშვეობით.

ღონისძიებები კვებით უზრუნველყოფის ბლოკებისთვის:

o გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი მანიშნებლებით;

o საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ჭურჭელი (უპირატესობა მიანიჭეთ ერთჯერად ჭურჭელს);

o მძღოლებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ;

o გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან არ გამოიყენოთ ისინი, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

o სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

o ბარის მაგიდა აღჭურვეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერით;

o უზრუნველყავით დასაქმებულთა და ვიზიტორთა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით. გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები.

მოთხოვნები ტირ-პარკის ტერიტორიაზე არსებული ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

o მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

o სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;

o ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 2 ადამიანისა.

მოთხოვნები ტირ-პარკის ტერიტორიაზე არსებული დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიმართ:

o დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

o მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

o ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

o ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 2 მომხმარებლისა;

o დახურული სათავსები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

o გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

o უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება;

o სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:

o სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:

o ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;

o გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;

o გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;

o გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;

o წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C-იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;

o ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისთვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;

o ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკლები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

o სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

სამზარეულოს პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

o ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;

o სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;

o სპეციალური/სქელი ხელთათმანი (მრავალჯერადი);

o თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);

o დახურული სპეცფეხსაცმელი.

თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

o თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;

o ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში. კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;

o თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;

o თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:

o თეთრეულის შეკრება;

o ტრანსპორტირება;

o რეცხვა და დეზინფექცია;

o დაუთოება;

o შეფუთვა;

o სუფთა თეთრეულის შენახვა;

o სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;

o დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

შენიშვნა: ტირ-პარკის ტერიტორიაზე არ არის ნებადართული დასასვენებელ სივრცეში განთავსებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან/და გასართობი ცენტრების ფუნქციონირება.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები დალაგების დროს

o დალაგებისას, დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;

o დაუშვებელია მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, რათა თავიდან ავიცილოთ მტვრისა და მიკროორგანიზმების მოხვედრა ჰაერში და სუფთა ზედაპირებზე;

o განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, (მაგალითად, საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით) და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;

o დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;

o დისტანციური მართვის პულტები აღჭურვეთ დამცავი გამჭვირვალე პარკებით;

o ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც დაბინძურდა შესაძლო დაინფიცირებული პირის/პირების რესპირატორული სეკრეციის ან სხვა ორგანული სითხეების მოხვედრით, მაგ: ტუალეტი, ხელსაბანი ნიჟარა და აბაზანა - გაწმინდეთ რეგულარული საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც მოიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 0.1%-ს;

o ზედაპირები ქლორით დამუშავებიდან 10 წუთის შემდგომ მოირეცხოს სუფთა წყლით;

o მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი - სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;

o მათეთრებელი საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ისეთ ზედაპირებზე, როგორიცაა: ტელეფონი, დისტანციური მართვის პულტი, კარის სახელური, ლიფტის ღილაკი და ა შ. აღნიშნულის დასამუშავებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი;

o არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად.

მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:

o ტირ-პარკის ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სათავსებში არ გამოცხადდეთ ნიღბისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე;

o დაიცავით ჰიგიენის წესები.

ტირ-პარკებისა და ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული სანიტარიული კვანძების/საპირფარეშოების/საშხაპეების დალაგება/დეზინფექცია:

o სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაბინძურებისთანავე (გამოყენების შემედგომ), მაგრამ აუცილებელი წესით ყოველი სამუშაო დღის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;

o საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლის მიერ სველი წერტილებით სარგებლობის შემდეგ დალაგება/დეზინფექცია განხორციელდეს დაუყოვნებლივ;

o საპირფარეშოს დალაგება ხორციელდება სველი წესით და სარეცხი საშუალებებით, წმენდის შემდგომი დეზინფექციით, სათანადო წესით:

o დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები);

აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

ბენზინგასამართ სადგურებზე/ტირ-პარკებში კორონავირუსზე სავარაუდო სიმპტომების მქონე პირთა მონიტორინგი:

o თუ რომელიმე ვიზიტორს აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომი, ტირ-პარკისა და ბენზინგასამართი სადგურის პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს;

o ასეთ შემთვევაში პერსონალი უნდა მოერიდოს აღნიშნულ სტუმრებთან მჭიდრო კონტაქტს, ხოლო სტუმრისთვის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოიყოს დროებითი იზოლირებული ოთახი ან მოხდეს მისი დაყოვნება საკუთარ სატრანსპორტო საშუალებაში სხვა ვიზიტორებთან კონტაქტის შესამცირებლად;

o იმ შემთხვევაში, თუ პერსონალს მოუწევს აღნიშნულ სავარაუდო სიმპტომის მქონე პირთან კონტაქტი (მაგ.: საკვების მიწოდება, დალაგება), მნიშვნელოვანია დაცული იქნეს სათანადო დისტანცია და გამოიყენოს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა;

o იმ სიტუაციებისთვის როდესაც სავარაუდო სიმპტომის მქონე სტუმარი იმყოფება ან/და დატოვა დაწესებულება, მოქმედებს განსაკუთრებული დასუფთავების და დეზინფექციის გეგმა, რომელიც გულისხმობს ოთახის დალაგებამდე ჩატარდეს ოთახის სრული დეზინფექცია და საფუძვლიანი განიავება. მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ განხორციელდეს ოთახის დასუფთავება/დალაგება.

მოთხოვნები დამსაქმებელთა მიმართ:

o დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

o ნიღაბი;

o ხელთათმანი;

o საჭიროების შემთხვევაში, დამცავი სათვალე და/ან სახის დამცავი ფარი;

o სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში - სპეცტანსაცმელი.

o თანამშრომელთა ხელმისაწვდომ, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ სრულყოფილი ინფორმაცია ჰიგიენისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, მათ შორის - ხელის ჰიგიენის, ნიღბის, ბახილების და ხელთათმანის გამოყენების, აგრეთვე, მათი მორგების, ტარების მოხსნისა და მოცილების (ნარჩენების კონტეინერში განთავსება) შესახებ;

o უზრუნველყავით ნარჩენების მართვა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაუშვათ კონტეინერების გადავსება და უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მათი დაცლისას. მოახდინეთ ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;

o პერსონალს/დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია დასუფთავების ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხო ღონისძიებების, აგრეთვე სარეცხი/სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების შესახებ;

o განახორციელეთ მონიტორინგი პერსონალის მიერ დალაგებისა და დეზინფექციის პროცედურის ჯერადობასა და ხარისხზე;

o დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

o გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის ანტისეპტიკური საშუალებები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.