თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016513
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2020 წლის 31 ივლისი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი , მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „სპორტის შესახებ“ მე-7 მუხლის თანახმად:
მუხლი 1🔗
დაწესდეს თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების (ინდივიდუალური სპორტის სახეობის შემთხვევაში იგულისხმება პირველი მწვრთვნელი) წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო და მისი ოდენობა განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია 2021 წლის 01 იანვრიდან.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი , მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების
წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ
მუხლი 1🔗. პირები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე დადგენილება:
1. ფულადი ჯილდო გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებს, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტში.
2. ფულადი ჯილდო აგრეთვე გადაეცემა იმ მწვრთნელებს, რომლებიც სამწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ თელავის მუნიციპალიტეტში და რომელთა მიერ მომზადებულმა თელავის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა დაიკავეს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილები.
მუხლი 2🔗. წინამდებარე დადგენილება არ ვრცელდება კომერციულ ტურნირებში მონაწილე სპორტსმენებზე.
მუხლი 3🔗. ფულადი ჯილდოს ოდენობის შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების (პირველი მწვრთვნელი) წახალისების მიზნით დაწესდეს ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:
1. ოლიმპიური თამაშები:
ა) პირველი ადგილი – 10 000 ლარი, მწვრთნელი – 5 000 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 7 000 ლარი, მწვრთნელი – 3500 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 5 000 ლარი; მწვრთნელი – 2 500 ლარი.
2. მსოფლიო პირველობა, უფროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი – 7000 ლარი, მწვრთნელი – 3500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი;
ბ) მესამე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი;
3. მსოფლიო პირველობა, ახალგაზრდები:
ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;
4. მსოფლიო პირველობა, ჭაბუკები და გოგონები (16 წელი და ზემოთ):
ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი –1500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი –1000 ლარი;
გ)მესამე ადგილი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი;
5. ევროპის პირველობა, უფროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი – 6000 ლარი, მწვრთნელი – 3000 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი – 2000 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;
6. ევროპის პირველობა, ახალგაზრდები:
ა) პირველი ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი –2000 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;
გ) მესამე ადგილი –1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი.
7. ევროპის პირველობა, ჭაბუკები და გოგონები (16 წელი და ზემოთ):
ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი.
8. საქართველოს პირველობა, უფროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი – 1850 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 1250 ლარი, მწვრთნელი – 850 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 650 ლარი, მწვრთნელი – 650 ლარი.
9. საქართველოს პირველობა, ახალგაზრდები:
ა) პირველი ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 350 ლარი, მწვრთნელი – 175 ლარი.
10. საქართველოს პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:
ა) პირველი ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 350 ლარი, მწვრთნელი – 175 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი.
11. არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენებს ფულად ჯილდოებს გადასცემს მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
პირველობა ვეტერანებს შორის (სპორტის ოლიმპიურ სახეობებში)
12. მსოფლიო პირველობა:
ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 4000 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 3000 ლარი.
სპორტის გუნდური სახეობები:
13. საქართველოს ჩემპიონატი, უფროსი ასაკი უმაღლესი დივიზონი:
ა) პირველი ადგილი – 20000ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 10000 ლარი, მწვრთნელი – 850 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 650 ლარი.
14. საქართველოს ჩემპიონატი, ახალგაზრდები:
ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი – 800 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 600 ლარი.
15. საქართველოს ჩემპიონატი, ჭაბუკები და გოგონები;
ა) პირველი ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 1700 ლარი, მწვრთნელი – 850 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 1300 ლარი, მწვრთნელი – 650 ლარი.
საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ტურნირები
16. უფროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი –1250 ლარი, მწვრთნელი – 625 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 750 ლარი, მწვრთნელი – 375 ლარი.
17. ახალგაზრდები:
ა) პირველი ადგილი – 750 ლარი, მწვრთნელი – 375 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 650 ლარი, მწვრთნელი – 325 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი;
18. ჭაბუკები და გოგონები:
ა) პირველი ადგილი – 600 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი.
გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი.
გუნდური სპორტის შემთხვევაში მიღებული ჯილდო გადანაწილდეს გუნდის ყველა წევრზე თანაბრად.
მუხლი 4🔗. ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ
ფულადი ჯილდოს გადაცემას, ამ წესის შესაბამისად, აღასრულებს თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიმღები პირი, ერთჯერადი ჯილდოს მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკომენტაციას:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით)
გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
პირველი მწვრთნელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საბანკო ანგარიშის ნომერი.