„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2020 წლის 4 აგვისტო

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/12/2017; 010250050.35.143.016445) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. საქართველოს კანონის „ბავშვს უფლებათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოქმედების სფეროში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს. ამ მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ: ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი, ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი და სხვა“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე1“ ქვეპუნქტი:

„ე.ე1) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს სახდელის შეფარდებას“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, შესყიდვების, საკადრო საკითხთა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14–მე-18 მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობის და მერის ცალკეული დავალებების შესრულების ხელშეწყობა და კოორდინაცია.  აგრეთვე საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შეფასება და სხვა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი