„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2022 წლის 27 ოქტომბერი

ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/12/2017; 010250050.35.143.016445) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის პირველი უნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, შესყიდვების, საკადრო საკითხთა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14–მე-18 მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობის და მერის ცალკეული დავალებების შესრულების ხელშეწყობა და კოორდინაცია.  აგრეთვე საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შეფასება და სხვა.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-111 მუხლი:

მუხლი 111. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია

მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელების მიზნით იქმნება მუდმივმოქმედი, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-112 მუხლი:

მუხლი 112სამსახურებრივ გადაცდომებზე ადმინისტრაცილი წარმოების დროებითი სამუშაო ჯგუფი

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა მიერ ამ იურიდიული პირების შინაგანაწესით გათვალისწინებულ და სხვა სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან, მათთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი