„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.148.016803
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2024 წლის 13 დეკემბერი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 14 ნოემბრის   №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება; საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;  კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურული სამშენებლო   რეგულირების განხორციელება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.  ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელება,  მონიტორინგი და შეფასება; ქონების   აღრიცხვა და მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების განხორციელება, გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე