„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2020 წლის 10 აპრილი ქ. გორი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტს.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული და შესყიდვები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების, შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლების ასისტენტების და იურიდიული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელება.“
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილება.“
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2020.
- როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.04.2020. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010260000.35.148.016608.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №18, 10.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016608 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4848790/