„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №22659 |
|
2020 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი |
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):
1. მე-8 მუხლის:
ა) „დ“ - „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შემოსავლების სამსახურის შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აქციზური და არააქციზური საქონლის მარკირების/ნიშანდების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ე) შერჩეული პირის ელექტრონული აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში მომხმარებლების რეგისტრაცია, სისტემაში შექმნილი მოთხოვნების ტექნიკური მონაცემების შესწავლა/დადასტურება და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ცვლილება/დამატებების სისტემაში ასახვის ორგანიზება;
ვ) აქციზური და არააქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება. გამოუყენებელი აქციზური და არააქციზური მარკების დაბრუნებისა და კომპეტენციის ფარგლებში განადგურების პროცესის ორგანიზება; “;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან/გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების ანგარიშების მიღება;“;
გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცნობების გაცემას;“;
დ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საქართველოს საწარმოს, საქართველოს ორგანიზაციის და მეწარმე ფიზიკური პირისაგან ინფორმაციის მიღება საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;“;
ვ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე განაწილებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების (დიაპაზონების) ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;“;
ზ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის, ტურისტული საწარმოს სტატუსის, სპეციალური საწარმოს სტატუსის, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის, ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება;“;
თ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;“;
ი) „ჰ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-11 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადების სახეების მიხედვით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო დეკლარაციების, ანგარიშგების სხვა ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და საჭიროებისამებრ დაპაკეტება, რომელთა ასახვა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ხდება ავტომატურ რეჟიმში;“;
გ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და გაგზავნა;“;
ე) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) გასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) „გაუქმებულის“ სტატუსის მინიჭება;“;
ვ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა;“.
3. მე-12 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით, ასევე უცხოურ ვალუტაში გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით შესაბამისი რეაგირების განხორციელება. მოთხოვნის შემთხვევაში უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გადაფარვის შესახებ შეტყობინების გაცემა;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშნების და რეგლამენტით შეთანხმებული რაოდენობის ანალიზი და შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელება;“.
5. მე-16 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება და სათანადო საფუძვლების არსებობისას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების განხორციელება;”;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ე“ და „ვ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საჭიროების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელზე მატერიალური ფორმის ანგარიშ-ფაქტურების გაცემა;
ვ) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების სხვა ფორმების მიღება და დადგენილი წესით მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვა;“;
დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა;“;
ვ) „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და გაგზავნა;“;
ზ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნების დალუქვა და ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალების დამოწმება;“;
თ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) დაინტერესებული პირების განცხადებების მიღება და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) დარეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;“;
კ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) გადასახადის გადამხდელის მიერ გასაუქმებლად წარმოდგენილი მატერიალური ფორმის ანგარიშ-ფაქტურების მიღება და შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით მონაცემთა დამუშავების სამმართველოში გაგზავნა;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.