„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35729
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016650
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №35729 

2021 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების   სამსახურის  სტრუქტურული  ერთეულების  დებულების  დამტკიცების  თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011  წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14):

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავების და დამტკიცების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;“;

ა.ბ) „ა3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა3) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;“;

ა.გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ -ტ7“ ქვეპუნქტები:

ტ1) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;

ტ2) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ტ3) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

ტ4) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება;

ტ5) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

ტ6) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიციირება;

ტ7) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი)„რეფორმებისა და დაგეგმვის სამმართველო.“;

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) „ა3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „ა5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა5) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;“;

გ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვის მიზნით, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემისა და ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზებში არსებული ან/და სხვა მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ რისკის მქონე გადასახადის გადამხდელების შესახებ აუდიტის დეპარტამენტისათვის ინფორმაციის წარდგენა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების განზოგადება;“;

გ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ე) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.ვ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკების მართვისთვის საჭირო მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება;“;

გ.ზ) „ო1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.თ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მესამე მხარისაგან მისაღები ინფორმაციის იდენტიფიცირება, ინფორმაციის მისაღები შესაბამისი ფორმების შემუშავება;“;

გ.ი) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-10 მუხლის:

დ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი და ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება;“;

დ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) გადამხდელთა მიერ დეკლარაციების დროულად წარმოდგენის უზრუნველსაყოფად მონაცემთა დამუშავება, მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;“;

დ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) არარეგისტრირებული გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;“;

ე) 102 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლის:

„მუხლი 103. რეფორმებისა და დაგეგმვის სამმართველო:

რეფორმებისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;

ბ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

დ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

ე) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიცირება;

ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავების და დამტკიცების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

ზ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების ანგარიშგების სისტემის შემუშავება და საჭირო ინფორმაციის შეგროვება;

თ) საოპერაციო გეგმებით წინასწარ განსაზღვრულ და ფაქტობრივ შედეგებს შორის არსებული შეუსაბამობების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების, სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და საოპერაციო გეგმის შესრულების შუალედური/წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) შემუშავებული წლიური საოპერაციო დაგეგმვის მეთოდოლოგიაში საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

მ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება (დანართი №16) ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი     ლევან კაკავა

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.11.2021.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 16.11.2021. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №35729. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016650.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №35729, 16.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016650 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5283326/