„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.017004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №139

2016 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენების, ინფორმაციისა და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის მექანიზმების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე;

დ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

2) განცხადებების, წერილებისა და საჩივრების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;“;

გ) მე-4 პუნქტში:
გ.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;

დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებებით, კომპეტენციის ფარგლებში ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა;“;

გ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საზოგადოებრივი ღონისძიებების, საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების გაშუქება, აგრეთვე მათ დაგეგმვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

2) ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის, სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდების მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება;“;

დ) მე-5 პუნქტში:
დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის (მეუღლითურთ) სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა;“;

დ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საზღვარგარეთ საქართველოს მხარის მიერ ინიცირებულ და ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;“;

დ.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა;“;

დ.დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, მაღალი რანგის თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა;“;

დ.ე) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების (როგორებიც არის: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაჯილდოების ცერემონია და სხვ.) ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში და ამ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;“;

დ.ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ვიზიტებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

 გ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

დ) მსჯავრდებულის/სასჯელმოხდილი პირის შეწყალების თხოვნის განხილვა, შეწყალების საქმის შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომაზე წარსადგენად მომზადება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შეწყალების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

ვ) სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

თ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ი) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოს/საპატიო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მოთხოვნის შესაბამისად, დაკარგული/დაზიანებული სახელმწიფო ჯილდოს/შესაბამისი მოწმობის დუბლიკატის გაცემა;

ლ) განცხადებების/წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“;

ვ) მე-7 პუნქტში:
ვ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციაში მომზადებული სამართლებრივი აქტების რეესტრების წარმოება, ადრესატებისათვის დაგზავნა და შესაბამისი ელექტრონული საძიებო სისტემის განახლების უზრუნველყოფა;“;

ვ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ფაილური სისტემის კატალოგების წარმოება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

ვ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ადმინისტრაციიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ადრესატებისთვის დაგზავნა;“;

ვ.დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოქალაქეთა მისაღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შესაბამისი სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;“;

ზ) მე-8 პუნქტში:
ზ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოსამსახურეების შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;“;

ზ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა წარდგენის, დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონკურსების ორგანიზება;“;

ზ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ჩაბმულობით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და სამუშაო ანალიზის საფუძველზე, სამუშაო აღწერილობების, სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმებისა და თანამდებობათა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა/განახლება;“;

ზ.დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:

„ი1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

2) განცხადებებისა და წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;“;

თ) მე-9 პუნქტში:
თ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ადმინისტრაციის შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;“;

თ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

თ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;“;

ი) მე-10 პუნქტში დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;“;

კ) მე-11 პუნქტში დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) განსაზღვრავს დაქვემდებარებული თანამშრომლების სამსახურებრივ უფლებამოსილებას;

გ) თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კანდიდატურებს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) უნაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებს და უზრუნველყოფს შესრულების კონტროლს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების თაობაზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია;

ზ) წარადგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზნით;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც მისი არყოფნისას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი