„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.017083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №61

2025   წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19.12.2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25, საფოსტო ინდექსი – 0108.“.

2. მე-2 მუხლის: 
ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს ა1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნისას, ადმინისტრაციის უფროსის დავალებით – ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

4. 31 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახური;

გ) მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახური;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ზ) საფინანსო სამსახური;

თ) ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახური.

2. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება.“.

6. მე-5 მუხლის: 
ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზოგადოებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მისიისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ღონისძიებების საინფორმაციო საშუალებებით გაშუქების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს პრეზიდენტის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი და ანალიზი;

დ) სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში არსებული გვერდების მართვა;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2. საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ უცხოელ ოფიციალურ პირებთან გასამართ შეხვედრებზე განსახილველი თემებისა და საინფორმაციო მასალის მომზადება;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ე) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა მიღების საპროტოკოლო უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების საპროტოკოლო მომსახურება;

ზ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

3. მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

გ) შეწყალების საქმის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეწყალების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

ზ) საქართველოს სახელმწიფო პრემიების საკითხებთან დაკავშირებით შემოსული მასალის შესაბამისი კომისიის სხდომაზე წარსადგენად მომზადება;

თ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს/საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

ი) მოთხოვნის შესაბამისად, დაკარგული/დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს/შესაბამისი მოწმობის დუბლიკატის გაცემა;

კ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) განცხადებების/წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“;

ბ) 41 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და სამუშაო ანალიზის საფუძველზე, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ხელშეწყობა;“;

გ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ადმინისტრაციაში სტაჟირების ორგანიზებისა და განხორციელების ხელშეწყობა;“;

გ.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ე) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება;

ი) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

7. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო მეორადი სტრუქტურული ერთეულის არარსებობისას – ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით შესრულება შეიძლება დაევალოს ამავე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ მოხელეს.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 17 აპრილიდან.
2. ამ ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.03.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №61. სარეგისტრაციო კოდი — 010210040.08.002.017083.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №61, 12.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017083 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6444516/