„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №529 |
|
2018 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ან/და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ და „ქ2“ ქვეპუნქტები:
„ქ1) სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ბ) რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი;
გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;
ე) სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტი;
ვ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი;
ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ი) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
კ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი;
მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.
3. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტი
სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პოლიტიკის შემუშავება, მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და მართვა;
ბ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადება;
გ) დასახლებული პუნქტების (ქალაქების, კურორტების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი საქმიანობის ორგანიზება;
დ) ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური გეგმის, დაგეგმარების პროექტების, აგრეთვე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია;
ე) ქვეყნის, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
ვ) გლობალური, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში;
თ) სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავების ორგანიზება და შეთანხმება;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.
5. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ბ) სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია;
გ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
ე) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ზ) სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
ი) სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ) სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების გაცნობა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და მათი რეალიზაციის გრაფიკის დადგენა;
ლ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, სამინისტროს მიერ დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.
7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
დ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ე) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან.
|