📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2020
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,524 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.02.2021 ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე 95% 02.03.2018 ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 94% 27.07.2018 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ 94% 17.11.2015 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ 93% 12.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ   მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2020 წლის 7 აგვისტო ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნეზის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილება (www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი:210020010.35.159.016024, გამოქვეყნების თარიღი: 08/02/2011). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი №1 მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ამ ინსტრუქციის (შემდგომში ’’წესის“)  შესაბამისად განსაზღვული ვადით, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი წარმოადგენს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობისათვის აუცილებელ გადასახდელს. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წარმოადგენს, კანონით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის განხორციელებისათვის აუცილებელ გადასახდელს. თავი 2 . მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი მუხლი 2🔗. მშენებლობის ნებართვა მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას. მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის ობიექტი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) მშენებლობაზე; ბ) რეკონსტრუქციაზე; გ) დემონტაჟზე; დ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟ\განთავსებაზე. მუხლი 4🔗. მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობა. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ან/და მშენებლობის განმახორციელებელი ფიზიკური/იურიდიული პირი. მუხლი 6🔗. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს: ა) ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე: ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის - 4,0 ლარი; ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) - 2,0 (ორი) ლარი; ბ) ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობისათვის, გარდა ქალაქ მარნეულისა (მშენებლობა, რომელიც საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებას) – 3,0 ლარი; გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე: გ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის - 2,0 ლარი; გ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი; გ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი - 3,0 ლარი; დ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის: დ.ა) II, III კატეგორიის ნაგებობებზე - 1,0 ლარი; დ.ბ) IVკატეგორიის ნაგებობებზე - 0.50 ლარი; 2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) სააგნარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) II კლასის ობიექტისათვის - 50 ლარი; ბ) III კლასის ობიექტისათვის - 200 ლარი; გ) IV კლასის ობიექტისათვის - 400 ლარი; 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის, საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული მშენებლობა. მუხლი 7🔗. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება და შეღავათები 1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს; ბ) საკულტო და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობა 2. მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს. მუხლი 8🔗. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 9🔗. მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატული მეტრებში)  მოსაკრებლის განაკვეთზე გადამრავლებით. 2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადაიხდევინება წინასწარ. მუხლი 10🔗. მშენებლობის ნებართვის გამცემი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას ამზადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში - სამსახური). ხოლო ნებარვთა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი 3 . მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მუხლი 11🔗. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. 2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები,  საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. მუხლი 12🔗. მოსაკრებლის განაკვეთი 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,50 ლარის ოდენობით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრულიოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 2.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის (გარდა სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიებისა) განისაზღვროს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე  20 ლარის ოდენობით. 3. სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიების მოსაკრებელი განისაზღვროს სამუშაო ფართის (სავაჭრო დარბაზი) ყოველ 1 კვ/მ-ზე  0,50 ლარის ოდენობით. მუხლი 13🔗. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება. მუხლი 14🔗. ბიუჯეტიდან დაფინანსება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 15🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი 1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ, გადამხდელისათვის გამოწერილი ქვითრის მიწოდების ან/და ელექტრონული ფორმით გადასახდელი თანხის შესახებ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. 2. დასუფთავების მოსაკრებლი გადაიხდევინება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 3. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრი ერთობლივი განცხადებით მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებთან,  საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და ინდივიდუალურ მეწარმეებთან, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებაზე  გააფორმოს ხელშეკრულება. 6. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 7. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილებების გაუთვალისწინებლად. მუხლი 16🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები. 1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ბოლოს კვირაში. 2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 17🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის დასრულებასთან ერთად. 4. მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს. გადასახდელი თანხის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. 5. მარნეულის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის, მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 6. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. 7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ერთ თვეზე მეტი ვადით დატოვების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის დატოვების და დაბრუნების ვადები. ამ ვადების ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 18🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის 1. მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში -მერია) ზედამხედველობის სამსახურს (შემდგომში - სამსახური). მუხლი 19🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი 4 . სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მუხლი 20🔗.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) თითოეულ სამორინე მაგიდაზე – კვარტალში 35 000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 100 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 10 000 ლარი; ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 9 000 ლარი. დანართი №2 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია (დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი) 1. მესაკუთრის/მოსარგებლის სახელი,გვარი/სახელწოდება: 2.  საინდეტიფიკაციო ნომერი: 3. მისამართი: 4. აბონენტის ნომერი: 5. სახაზინო კოდი: 6. თარიღი: გადასახდელია:                                            დავალიანება: გთხოვთ, მითითებულ სახაზინო კოდზე გადაიხადოთ დასუფთავების მოსაკრებელი  მიმდინარე თვის დასრულებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.                                                                                                                      სამსახურის  ბ.ა