„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №185 |
|
2020 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ (შემდგომში – განცხადება). 2. განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება მატერიალური ფორმით, დანართი №I-121 შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ. თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლებამოსილება. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. 4. განცხადებას უნდა დაერთოს იმ საგადასახადო მოთხოვნის ასლი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს განმცხადებელი. 5. საგადასახადო ორგანო განცხადებას განიხილავს და განცხადებაში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხას ასახავს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, განცხადების რეგისტრირების დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა. 6. განცხადებაში მითითებული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება.“. 2. დანართი №I-12-ის შემდეგ დაემატოს დანართი №I-121 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
9. განცხადებაზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი: (მიუთითეთ განცხადებაზე დართული დოკუმენტის დასახელება) 10. დადასტურება: ვადასტურებ, რომ ინფორმირებული ვარ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ვაცნობიერებ, რომ გასაჩივრებაზე უარის თქმის შემდეგ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ჩაითვლება აღიარებულად და მასზე საგადასახადო დავა აღარ დაიშვება. ასევე, საგადასახადო მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ დაიწყება გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.
გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა: _____________________________________
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №185. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017349.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №185, 07.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017349 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4959169/