„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016350
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №121

2012 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 06011103.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დაემატოს შემდეგი შინაარსის 861 მუხლი:

     „მუხლი 861. აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

1. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით (აქციზისგან გათავისუფლება) სარგებლობისათვის ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი)მხარის მიერ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციის წარდგენა და აღნიშნული ინფორმაციის რეესტრში ასახვის პორობები განისაზღვრ ება ამ ბრძანების 71-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. პროგრამის/პროექტის ფარგლებში აქციზური საქონლის/მომსახურების შეძენისას,საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი)ან/და მომსახურების გამწევი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს აქციზის გადამხდელს,ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება. აქციზი ს გან გათავისუფ ლ ების შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აქციზის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“(ნული).

3. პროგრამის/პროექტის ფარგლებში აქციზური საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი დანართი №IV–101 შესაბამისად, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ების პირველი ეგზემპლარები.

4. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განაცხადი საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემდგომ.

5. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

6. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

8. განაცხადის მიხედვით აქციზის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.“.

2. ინსტრუქციას დაემატოს დანართი №IV–101 – „განაცხადი გადახდილი აქციზის დაბრუნების თაობაზე“ თანდართული ფორმით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

„დანართი №IV–101

-----------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

----------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

განაცხადი

გადახდილი აქციზის დაბრუნების თაობაზე

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ პროგრამის/პროექტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი აქციზის თანხები შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

––––––––––––––––––––––––––––––

(ბანკის დასახელება და რეკვიზიტები)

–––––––––––––––––––––––––––––

(ანგარიშის ნომერი)

 

 

დანართი:

 

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების      –––––––          რაოდენობა

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები       –––––––          გვერდზე

                            

                                      განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------------------

 

                                                                                                         (თარიღი)“