„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016570
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

            ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2020 წლის 7 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.09.2019, ს/კ 010250050.35.105.016522) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 ა) პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ  „სამსახური“) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადამიანური რესურსების მართვას, მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მერიის ინტერესების დაცვას და სამართლებრივ მომსახურებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საპროტოკოლო საკითხების მომზადებას, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“

ბ) მე-2 მუხლის მე-8  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) შრომის უსაფრთხოების  განყოფილება.“

გ)   მე-3 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარის ,,შ1 “პუნქტი:

„შ1) შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით  შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.”

დ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

,,მუხლი  91. შრომის უსაფრთხოების  განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  შრომის უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების შესრულებას;

ბ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას;

გ) სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვის ხარისხის ამაღლებასთან და მომეტებული საფრთხის შემცირებასთან/აღმოფხვრასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას.

დ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა ინფორმირებულობას მომეტებული საფრთხის, პრევენციული და საევაკუაციო ზომებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2020.
როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.08.2020. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016570.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №30, 07.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016570 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4960136/