შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის” პარტნიორთა გაფართოებულ კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორთა გაფართოებულ კრებაზე მოწვევის შესახებ
შპს დოკ თბილისი თრეიდინგის დირექტორს
ბატონ თამაზ ჩხიკვიშვილს
შპს დოკ თბილისი თრეიდინგის
პარტნიორს ბატონ თამაზ ჩხიკვიშვილს
შპს დოკ თბილისი თრეიდინგის
დირექტორის წარმომადგენელს ბატონ მამუკა კაკუშაძეს
შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორის
წარმომადგენელს ბატონ მამუკა კაკუშაძეს
გიწვევთ შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორთა გაფართოებულ კრებაზე 2020 წლის 08 სექტემბერს 11 საათზე, მისამართზე თბილისი, წერეთლის გამზირი N8 (დანაშაულის პრევენციის სააგენტო) ნოტარიუს ქეთევან გამისონიას სანოტარო ბიურო.
შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორთა გაფართოებულ კრების დღის წესრიგია:
1. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის საქმიანობის შედეგების მიმოხილვა;
2. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორის უფლების რეალიზაციის საკითხი საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე;
3. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის დირექტორის ცვლილების საკითხი;
4. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის იურიდიული მისამართის ცვლილების საკითხი;
5. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის მეორე დირექტორის დანიშვნის საკითხი;
6. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორისათვის (შალვა შანიძე) შპს დოკ თბილისი თრეიდინგის საქმიანობის/დოკუმენტების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი;
7. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორისათვის (შალვა შანიძე) შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის საქმიანობის/დოკუმენტების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი;
8. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის დირექტორის მიერ განხორციელებული საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების საკითხი;
9. შპს დოკ თბილისი თრეიდინგის გარიცხული პარტნიორის (ვოლფგანგ დოკერილი) წილის კომპენსაციის საკითხი;
10. შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის საქმიანობის შესახებ აუდიტორული კომპანიის 01.08.2011 წლის რეპორტის განხილვა და მასზე რეაგირების საკითხი;
11. 2003 წლის 8 აპრილის N01/03 შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის პარტნიორთა კრების ოქმის საკითხი;
12. 1997 წლის ტენდერის მასალების გაცნობის საკითხი (რომლითაც ქ ფოთის N6 ნავსადგური გადაეცა შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთს);
13. ქ ფოთის N6 ნავსადგურის ქვეიჯარის თაობაზე 2003 წლის ხელშეკრულების გაცნობის საკითხი (ქ ფოთის N6 ნავსადგურის ქვეიჯარის თაობაზე, შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთსა და შპს ჯე ეს კო-ს შორის);
14. ქ ფოთის N6 ნავსადგურის იჯარის უფლების შპს ჯე ეს კო-სათვის დათმობის თაობაზე 2005 წლის შეთანხმების გაცნობის საკითხი;
15. ქ ფოთის N6 ნავსადგურის იჯარის უფლების შპს ჯე ეს კო-სათვის დათმობის მიზანშეწონილობის და ფინანსური შედეგების საკითხი;
16. ქ ფოთის N6 ნავსადგურის აღჭურვისათვის ძირითადი საშუალებების შეძენის თაობაზე დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
17. ქ ფოთის N6 ნავსადგურის აღჭურვისათვის შეძენილი ძირითადი საშუალებების ნუსხის გაცნობის საკითხი;
18. ძირითადი საშუალების ლიზინგის შესახებ (25 წლით) ხელშეკრულების (ძირითადი საშუალების ლიზინგის შესახებ (25 წლით) შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთსა და შპს ჯე ეს კო-ს შორის) გაცნობის საკითხი;
19. ძირითადი საშუალების დაბრუნების შესახებ (2010 წ) დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
20. ძირითადი საშუალების ჩამოწერის და ჯართის სახით რეალიზაციის შესახებ დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
21. შპს ჯე ეს კო-ს დებიტორული დავალიანების წარმოშობის დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
22. შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთსა და შპს ჯე ეს კო-ს შორის გამართული დავის მასალების გაცნობის საკითხი;
23. შპს ჯე ეს კო-ს მიმართ გატარებული იძულებით აღსრულების ღონისძიებების მასალების გაცნობის საკითხი;
24. შპს ჯე ეს კო-ს დებიტორული დავალიანების თანხის ჩამოწერის მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული და ფინანსური დასაბუთების საკითხი;
25. 2011 წლის დასკვნის (რომლის თანახმადაც დაფიქსირდა 143360 ლარი სს ფოთის საზღაო სანაოსნოს სასარგებლოდ და შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის საზიანოდ) და მასალების გაცნობის საკითხი;
26. შპს აუდიტ+ 2010-ის 2015 წლის რეპორტში არსებულ ინფორმაციაზე (შპს დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის თანამშრომელთა მიერ თანხის მითვისება-გაფლანგვის შესახებ) რეაგირების საკითხი;
27. ფირმა ,,ბრონზორნო’’-სთან გაფორმებული ხელშეკრულების მასალების გაცნობის საკითხი;
28. ფირმა ,,ბრონზორნო’’-სათვის 250000 აშშ დოლარის გადარიცხვის მასალების გაცნობის საკითხი;
29. ფირმა ,,ბრონზორნო’’-ს მიმართ განხორციელებული ღონისძიებების მასალების გაცნობის საკითხი;
30. ფირმა ,,ბრონზორნო’’-სთან თანხის ამოღების შეუძლებლობის და 250000 აშშ დოლარის ჩამოწერის მართლზომიერების დამადასტურებელი მასალების გაცნობის საკითხი;
31. მუსტაფა ელიტიზ იბრაგიმ ოღლისთან ჯართის საჭრელი მაკრატლის შესაძენად გაფორმებული ხელშეკრულების და მიმდინარე მოლაპარაკებების მასალების გაცნობის საკითხი;
32. მუსტაფა ელიტიზ იბრაგიმ ოღლისათვის 472730 აშშ დოლარის გადარიცხვის/გადაცემის დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
33. ჯართის საჭრელი მაკრატლის მიღების და ბალანსზე აღების ან მუსტაფა ელიტიზ იბრაგიმ ოღლისაგან 472730 აშშ დოლარის მიღების და თანხის გახარჯვის მიზნობრიობის ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
34. ლაგუნა ვერეში ინვესტირებული თანხების და აქციების საკომპენსაციოდ მიღებული 577406 აშშ დოლარის ხარჯვის და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი.
კრებაზე ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს სხვა საკითხები.
შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორთა გაფართოებული კრება გაიმართება 2020 წლის 08 სექტემბერს 11 საათზე, მისამართზე მისამართზე თბილისი, წერეთლის გამზირი N8 (დანაშაულის პრევენციის სააგენტო) ნოტარიუს ქეთევან გამისონიას სანოტარო ბიურო.
შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორის
შალვა შანიძის წარმომადგენელი
ზვიად გადელია
10.08.2020 წ.