შპს დოკ თბილისი თრეიდინგის პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ |
პარტნიორს ბატონ თამაზ ჩხიკვიშვილსა და
შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ დირექტორისა და
პარტნიორის წარმომადგენელს ბატონ მამუკა კაკუშაძეს
შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ პარტნიორთა გაფართოებული კრების დღის წესრიგია:
1. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ საქმიანობის შედეგების მიმოხილვა;
2. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ პარტნიორის უფლების რეალიზაციის საკითხი საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე;
3. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ დირექტორის ცვლილების საკითხი;
4. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ იურიდიული მისამართის ცვლილების საკითხი;
5. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ მეორე დირექტორის დანიშვნის საკითხი;
6. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ პარტნიორისათვის (შალვა შანიძე) შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ საქმიანობის/დოკუმენტების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი;
7. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ პარტნიორისათვის (შალვა შანიძე) შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის“ საქმიანობის/დოკუმენტების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი;
8. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ დირექტორის მიერ განხორციელებული საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების საკითხი;
9. შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ გარიცხული პარტნიორის (ვოლფგანგ დოკერილი) წილის კომპენსაციის საკითხი;
10. შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის“ საქმიანობის შესახებ აუდიტორული კომპანიის 01.08.2011 წლის რეპორტის განხილვა და მასზე რეაგირების საკითხი;
11. 2003 წლის 8 აპრილის №01/03 შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის“ პარტნიორთა კრების ოქმის საკითხი;
12. 1997 წლის ტენდერის მასალების გაცნობის საკითხი (რომლითაც ქ. ფოთის №6 ნავსადგური გადაეცა შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთს“);
13. ქ ფოთის №6 ნავსადგურის ქვეიჯარის თაობაზე 2003 წლის ხელშეკრულების გაცნობის საკითხი (ქ ფოთის №6 ნავსადგურის ქვეიჯარის თაობაზე, შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთსა“ და შპს „ჯე ეს კოს“ შორის);
14. ქ ფოთის №6 ნავსადგურის იჯარის უფლების შპს „ჯე ეს კო“-სათვის დათმობის თაობაზე 2005 წლის შეთანხმების გაცნობის საკითხი;
15. ქ ფოთის №6 ნავსადგურის იჯარის უფლების შპს „ჯე ეს კო“-სათვის დათმობის მიზანშეწონილობის და ფინანსური შედეგების საკითხი;
16. ქ ფოთის №6 ნავსადგურის აღჭურვისათვის ძირითადი საშუალებების შეძენის თაობაზე დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
17. ქ ფოთის №6 ნავსადგურის აღჭურვისათვის შეძენილი ძირითადი საშუალებების ნუსხის გაცნობის საკითხი;
18. ძირითადი საშუალების ლიზინგის შესახებ (25 წლით) ხელშეკრულების (ძირითადი საშუალების ლიზინგის შესახებ (25 წლით) შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთსა“ და შპს „ჯე ეს კოს“ შორის) გაცნობის საკითხი;
19. ძირითადი საშუალების დაბრუნების შესახებ (2010 წ.) დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
20. ძირითადი საშუალების ჩამოწერის და ჯართის სახით რეალიზაციის შესახებ დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
21. შპს „ჯე ეს კოს“ დებიტორული დავალიანების წარმოშობის დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
22. შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთსა“ და შპს „ჯე ეს კოს“ შორის გამართული დავის მასალების გაცნობის საკითხი;
23. შპს „ჯე ეს კოს“ მიმართ გატარებული იძულებით აღსრულების ღონისძიებების მასალების გაცნობის საკითხი;
24. შპს „ჯე ეს კოს“ დებიტორული დავალიანების თანხის ჩამოწერის მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული და ფინანსური დასაბუთების საკითხი;
25. 2011 წლის დასკვნის (რომლის თანახმადაც დაფიქსირდა 143360 ლარი სს ფოთის საზღაო სანაოსნოს სასარგებლოდ და შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის“ საზიანოდ) და მასალების გაცნობის საკითხი;
26. შპს – აუდიტ+ 2010-ის 2015 წლის რეპორტში არსებულ ინფორმაციაზე (შპს „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთის“ თანამშრომელთა მიერ თანხის მითვისება-გაფლანგვის შესახებ) რეაგირების საკითხი;
27. ფირმა „ბრონზორნოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მასალების გაცნობის საკითხი;
28. ფირმა „ბრონზორნოსათვის“ 250000 აშშ დოლარის გადარიცხვის მასალების გაცნობის საკითხი;
29. ფირმა „ბრონზორნოს“ მიმართ განხორციელებული ღონისძიებების მასალების გაცნობის საკითხი;
30. ფირმა „ბრონზორნოსთან“ თანხის ამოღების შეუძლებლობის და 250000 აშშ დოლარის ჩამოწერის მართლზომიერების დამადასტურებელი მასალების გაცნობის საკითხი;
31. მუსტაფა ელიტიზ იბრაგიმ ოღლისთან ჯართის საჭრელი მაკრატლის შესაძენად გაფორმებული ხელშეკრულების და მიმდინარე მოლაპარაკებების მასალების გაცნობის საკითხი;
32. მუსტაფა ელიტიზ იბრაგიმ ოღლისათვის 472730 აშშ დოლარის გადარიცხვის/გადაცემის დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
33. ჯართის საჭრელი მაკრატლის მიღების და ბალანსზე აღების ან მუსტაფა ელიტიზ იბრაგიმ ოღლისაგან 472730 აშშ დოლარის მიღების და თანხის გახარჯვის მიზნობრიობის ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი;
34. ლაგუნა ვერეში ინვესტირებული თანხების და აქციების საკომპენსაციოდ მიღებული 577406 აშშ დოლარის ხარჯვის და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცნობის საკითხი.
კრებაზე ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს სხვა საკითხები.
შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ პარტნიორთა გაფართოებული კრება გაიმართება 2020 წლის 12 თებერვალს 11 საათზე, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, მოსკოვის გამზირი №10, შპს „სუპერგაზი-იტალიის“ ადმინისტრაციული შენობაში; საკადასტრო კოდი 01.17.11.004.018 (აღნიშნულ მისამართზე გაიმართა წინა პარტნიორთა კრება).
შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ პარტნიორის –
შალვა შანიძის წარმომადგენელი
ზვიად გადელია
23.01.2020 წ.