შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო” (ს/კ 404504844) ლიკვიდატორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო” (ს/კ 404504844) ლიკვიდატორი
განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის N267 განკარგულებით დაიწყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).
პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. N7, მე-5 სართული, საკონტაქტო ტელ: 568 16 17 26, ელ. ფოსტა: naroushvili.liq@gmail.com უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ლიკვიდატორი გიორგი ნაროუშვილი