„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№034
სარეგისტრაციო კოდი
110060020.70.082.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №034

2020 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის  №013 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016025) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სამმართველოს  უფროსი

1. სამმართველოს  ხელმძღვანელობს სამმართველოს  უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

2. სამმართველოს  უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სამმართველოს  საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს  თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს  მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე;

გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;

დ) იღებს გადაწყვეტილებას გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;

ე) სამმართველოს  წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;

ვ) აუქმებს სამმართველოს  თანამშრომლების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს;

ზ)  პერიოდულად ისმენს სამმართველოს  თანამშრომელთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) იხილავს სამმართველოში  შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ი) პასუხისმგებელია სამმართველოზე  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

კ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;

ლ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს  უფროსი ანგარიშვალდებულია საოლქო პროკურორისა და საოლქო პროკურორის მოადგილის წინაშე.

4. საპროკურორო სამმართველოს  უფროსი დამატებით:

ა) უზრუნველყოფს საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას;

ბ) მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

5. სამმართველოს უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

6. სამმართველოს  უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამმართველოს  საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. სამმართველოს  უფროსის მოადგილის უფლებამოსილებანი განისაზღვრება  საოლქო პროკურორის მიერ.

7. საპროკურორო სამმართველოს  უფროსის მოადგილე მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

8. საპროკურორო სამმართველოს  უფროსის ანდა მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საოლქო პროკურორის დავალებით, სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მხარს უჭერს ერთ-ერთი პროკურორი.

9. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2020.
როდის იქნა მიღებული „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №034. სარეგისტრაციო კოდი — 110060020.70.082.016047.
რამდენი მუხლისგან შედგება „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №034, 20.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4962401/