„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №025 |
|
2025 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო;“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში (სამმართველო) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების და სტრუქტურული ქვედანაყოფის – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამმართველო) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ამოცანებია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპროკურორო და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოების უფროსები დამატებით:
ა) უზრუნველყოფენ თბილისის პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას;
ბ) მათი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საპროკურორო და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოების უფროსების მოადგილეები მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.“.
5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;
ბ) მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, თბილისის პროკურორის, მისი მოადგილეების ან სამმართველოს უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;
დ) იღებენ გადაწყვეტილებას გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ;
ე) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;
ვ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.09.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №025. სარეგისტრაციო კოდი — 110060020.70.082.016153.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №025, 09.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016153 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6622647/