„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №027 |
|
2025 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებსა (გარდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა) და სტრუქტურულ ქვედანაყოფში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში (სამმართველო) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების (გარდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს) და სტრუქტურული ქვედანაყოფის – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამმართველო) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპროკურორო, არასრულწლოვნების საქმეთა და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოების უფროსები დამატებით:
ა) უზრუნველყოფენ თბილისის პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას;
ბ) მათი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საპროკურორო, არასრულწლოვნების საქმეთა და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოების უფროსების მოადგილეები მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.09.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №027. სარეგისტრაციო კოდი — 110060020.70.082.016155.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №027, 10.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016155 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6623148/