პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №013 |
|
2025 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საპროკურორო სამმართველო;
ბ) საგამოძიებო სამმართველო;
გ) პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
დ) საქმისწარმოების განყოფილება.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. საპროკურორო სამმართველოს ამოცანებია:
ა) საგამოძიებო სამმართველოსა და პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საგამოძიებო სამმართველოსა და პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში (სამმართველო), აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში (გარდა გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებით დამტკიცებული რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების და სტრუქტურული ქვედანაყოფის – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამმართველო), აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე (გარდა გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებით დამტკიცებული რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეებისა) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
2. საგამოძიებო სამმართველოს ამოცანებია: ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება.
3. პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ამოცანებია: ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება.
4. საქმისწარმოების განყოფილების ამოცანებია: თბილისის პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; თბილისის პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №013. სარეგისტრაციო კოდი — 110060020.70.082.016141.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №013, 27.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016141 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6546897/