„მუხლი 3
1. ყველა სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა სხვა ორგანო, სახელმწიფო საწარმო და იურიდიული პირი, რომლის განთავსებული კაპიტალის მეტი წილი ეკუთვნის სახელმწიფოს, და რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო, თუ პროექტთან და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებისა და მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რაიმე საქმიანობის ზედამხედველობა ან კონტროლი განეკუთვნება ამ ორგანოთა კომპეტენციას, ვალდებულნი არიან დაიცვან ზემოხსენებული პროექტისა და ხელშეკრულებების დებულებებით გათვალისწინებული პირობები.
2. ყველა სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა სხვა ორგანომ, სახელმწიფო საწარმომ და იურიდიულმა პირმა, რომლის განთავსებული კაპიტალის მეტი წილი ეკუთვნის სახელმწიფოს და რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანომ საქართველოში მოქმედი კანონებისა და მარეგულირებელი აქტების თანახმად და მათ შესაბამისად, ნავთობკომპანიებს და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საოპერაციო კომპანიას უნდა მისცეს ის ლიცენზია, ნებართვა, საბაჟო პრივილეგიების სერტიფიკატი, ვიზა და სხვა უფლებამოსილებანი, ნებართვისა და სხვა მოწმობები, რათა მათ ისარგებლონ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებითა და მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებით მათთვის გადაცემული ან მინიჭებული უფლებებით, უფლებამოსილებებით, პრივილეგიებით, სარგებლით და ვალდებულებებისაგან გათავისუფლებით.