„9. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან არასამეწარმეო საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირის მიერ ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანისას, თუ იგი საქმიანობის გასაგრძელებლად უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის.