1. მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) მნიშვნელოვანი წილის შეძენა – ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის განთავსებულ კაპიტალში იმ ოდენობის წილის შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს (საკონტროლო წილი). მნიშვნელოვანი წილის შეძენა განაპირობებს პირების ურთიერთდამოკიდებულებას;“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო ადგილის მისამართი;

ბ) იურიდიული პირისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;