საქართველოს პრეზიდენტი                                               სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც აღარ აწესრიგებს სავალდებულო სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია სატენდერო შეთავაზების ვალდებულებას განუსაზღვრავს ნებისმიერი სააქციო საზოგადოების აქციონერს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ აქციონერთა ჯგუფს, თუ ის აქციათა პაკეტის შეძენის შემთხვევაში აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტმა კი, ევროკავშირის კანონმდებლობაში არსებული მიდგომის მსგავსად, აღნიშნული ვალდებულების ნებისმიერი სააქციო საზოგადოებისთვის დაკისრება აღარ ჩათვალა მიზანშეწონილად და იქიდან გამომდინარე, რომ დირექტივა, რომელიც სავალდებულო სატენდერო შეთავაზების საკითხს აწესრიგებს, მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოებს შეეხება, სავალდებულო სატენდერო შეთავაზების საკითხის მოწესრიგება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონს მიანდო. შესაბამისად, საჭირო გახდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ნორმის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისთვის, რათა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგდეს სავალდებულო სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებული საკითხი და აღნიშნული ვალდებულება არსებობდეს მხოლოდ ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებული საკითხების „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით კანონს ემატება ახალი 151 მუხლი, რომლითაც სავალდებულო სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოებზე გავრცელდება. ამასთან, კანონპროექტში ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება - იცვლება 91 მუხლით გათვალისწინებული მითითებითი ნორმა.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირდება.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

ასეთი არ არსებობს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომელიც შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, დონორი ორგანიზაციების - PROLoG-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

პროექტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახ