ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) თვითდასაქმებული – ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას;“;
ბ) „კ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;