1. პირველი მუხლის:

ა) „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ნებადართული კაპიტალი – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი;

შ) განაღდებული კაპიტალი – ნებადართული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;“;

ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული კომერციული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ანდა პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის ცნობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალის და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ

1. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკს ეკრძალება განთავსებული კაპიტალის არაფულადი ფორმით შევსება/ფორმირება.

2. კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება შეამციროს თავისი განთავსებული კაპიტალი აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორების შეუტანლად.“.

4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის განთავსებული კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ კომერციული ბანკის წილი ჯამურად კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება;“.

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განთავსებული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობები;“.

6. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნებადართული კაპიტალის შესაბამისი ოდენობის მუდმივად დაცვის მოთხოვნას იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს ახალი აქციების ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტების გამოშვება რეზოლუციის პროცესში;